SANGU ზრუნავს სტუდენტთა დასაქმებაზე
ეკონომიკის მიმართულების IV კურსის სტუდენტი, მარიამ გოშაძე მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზეა დასაქმებულიქართულ უნივერსიტეტში აქტიურად მუშაობს დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამსახური, რომელიც ზრუნავს და ხელს უწყობს სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა პროფესიონალური განვითარების შესაძლებლობის, კარიერული წინსვლის, ცოდნისა და უნარების სრულ რეალიზაციას. მათი ორგანიზებით ხშირად ტარდება შეხვედრები დამსაქმებლებთან, სადაც სტუდენტს საშუალება ეძლევა გაეცნოს სხვადასხვა საჯარო თუ კერძო სამსახურის მიერ შემოთავაზებულ ვაკანსიას.
დღეს ქართული უნივერსიტეტის ბიზნესის, კომპიუტინგის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ეკონომიკის მიმართულების IV კურსის სტუდენტს, მარიამ გოშაძეს წარმოგიდგენთ, რომელიც ერთ-ერთი ასეთი შეხვედრის დროს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებული ვაკანსიით დაინტერესდა.
მარიამ გოშაძე - ,, ქართული უნივერსიტეტის დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით ჩატარებულ დასაქმების ფორუმზე გავეცანი საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ პროექტს, რომელიც გულისხმობს საქართველოს მასშტაბით 63 მუნიციპალიტეტში ახალი, ერთიანი სტანდარტის ელექტრონული სისტემის დანერგვას. პროექტის განხორციელება ემსახურება საქართველოს მთავრობის ინიციატივას, შეიქმნას ქვეყნის რეგიონებისათვის განვითარების თანაბარი პირობები. პროექტის მიზანია რეგიონების მოქალაქეებმა მუნიციპალიტეტებში მიიღონ ისეთი ხარისხის სერვისი და მომსახურება როგორიც დედაქალაქშია.“
მარიამისთვის ნაყოფიერი აღმოჩნდა დასაქმების ფორუმზე დასწრება. დაინტერესების შემდეგ ქართული უნივერსიტეტის კარიერული განვითარების სამსახურმა უზრუნველყო მისი და სააგენტოს კომუნიკაცია და დღეს მარიამი არის დასაქმებული მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე.
იყავი ყურადღები, თვალი ადევნე შემოთავაზებულ ვაკანსიას და მიეცი შენს თავს შანსი, გახდე დასაქმებული სტუდენტი.
მსგავსი სიახლეები
ტრენინგი საგანმანათლებლო პროგრამისა და სასწავლო კურსის სილაბუსის შემუშავებისა და შეფასების მეთოდოლოგია
საინფორმაციო-სამუშაო შეხვედრები მიეძღვნა საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო კურსების სილაბუსების დაგეგმვის, შემუშავებისა და შეფასების აქტუალურ საკითხებს.
ვორკშოპი დოქტორანტებისთვის „სამეცნიერო პუბლიკაციის შექმნა და გამოქვეყნება“
სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით დოქტორანტებისთვის გაიმართა ვორკშოპი თემაზე „სამეცნიერო პუბლიკაციის შექმნა და გამოქვეყნება“.
