საერთაშორისო ურთიერთობებისა და რეგიონალური პროცესების სტუდენტი ლონდონში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე
2019 წლის 11-12 მაისს , ქართული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და რეგიონალური პროცესების მეოთხე კურსის სტუდენტი გიორგი გაბრიჩიძე მონაწილეობდა ვესტმისტერის უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე.2019 წლის 11-12 მაისს , ქართული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და რეგიონალური პროცესების მეოთხე კურსის სტუდენტი გიორგი გაბრიჩიძე მონაწილეობდა ვესტმისტერის უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე „Democratic Education Network-Westminster University 2019 LONDON“. გიორგი გაბრიჩიძის მოხსენება თანამედროვე მსოფლიოში საქართველოს როლს შეეხებოდა. მოხსენებამ დიდი მოწონება დაიმსახურა.
2018 წლის მაისში ქართულ უნივერსიტეტს სტუმრობდა დელეგაცია ვესტმისტერის უნივერსიტეტიდან პროფესორ Farhang Morady-ის ხელმძღვანელობით. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ვესტმინსტერის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობის სტუდენტები. ქართული უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ და ქართული უნივერსიტეტის პროფესორებმა სტუმრებისთვის საჯარო ლექციები წაიკითხეს. პროფესორმა Farhang Morady-მ ქართული უნივერსიტეტის სტუდენტები 2019 წლის მაისში ლონდონში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაზე მიიწვია.
მსგავსი სიახლეები
ახალი სასწავლო წელი დაიწყო
ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს უნივერსიტეტმა პირველკურსელებს უმასპინძლა.
AWS Agentic Football Cup Georgia
22 აგვისტოს წმ. ანდრიას ქართულმა უნივერსიტეტმა AWS Agentic Football Cup Georgia-ს უმასპინძლა, რომელიც AWS User Group Tbilisi-ის ორგანიზებით გაიმართა.
