შეხვედრა თბილისის მეექვსე საავტორო სკოლის მოსწავლეებთან
ქართულმა უნივერსიტეტმა მეექვსე საავტორო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.2019 წლის 6 მარტს ქართულმა უნივერსიტეტმა მეექვსე საავტორო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები შეხვდნენ ქართული უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ სერგო ვარდოსანიძეს, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანს, პროფესორ ლევან ჯიქიას; ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანის მოადგილეს, პროფესორ ნინო დამენიას.
მოსწავლეებმა შეხვედრის ფარგლებში მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია მათთვის სასურველი მიმართულებებისა თუ სასწავლო პროგრამების შესახებ, დაათვალიერეს ქართული უნივერსიტეტის სასწავლო და კომპიურეტული აუდიტორიები, საკონფერენციო დარბაზები, სატრენაჟორო დარბაზი და ბიბლიოთეკა.
შეხვედრის დასასრულს სკოლის მოსწავლეებს გადაეცათ უნივერსიტეტის ბრენდირებული სამახსოვრო საჩუქრები.
მსგავსი სიახლეები
ტრენინგი საგანმანათლებლო პროგრამისა და სასწავლო კურსის სილაბუსის შემუშავებისა და შეფასების მეთოდოლოგია
საინფორმაციო-სამუშაო შეხვედრები მიეძღვნა საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო კურსების სილაბუსების დაგეგმვის, შემუშავებისა და შეფასების აქტუალურ საკითხებს.
29 ივნისი 2026
ვორკშოპი დოქტორანტებისთვის „სამეცნიერო პუბლიკაციის შექმნა და გამოქვეყნება“
სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით დოქტორანტებისთვის გაიმართა ვორკშოპი თემაზე „სამეცნიერო პუბლიკაციის შექმნა და გამოქვეყნება“.
25 ივნისი 2026
შეხვედრა დოქტორანტებთან სადისერტაციო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის საკითხებზე
სემინარის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია სადისერტაციო ნაშრომის შექმნის ძირითად ეტაპებზე, კვლევის შედეგების ეფექტიანად წარმოჩენის მეთოდებსა და...
24 ივნისი 2026
