ქართული უნივერსიტეტის სტუდენტები სტუმრად აშშ-ის საელჩოში
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, ელჩ როს უილსონთან და პოლიტიკურ ოფიცერთან ხუან ხოსე აპარისიოსთან2019 წლის 26 თებერვალს ქართული უნივერსიტეტის (SANGU) რექტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანი, პროფესორი ლევან ჯიქია, ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი, პროფესორი ლევან ქისტაური, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტები საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ესტუმრნენ.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, ელჩ როს უილსონთან და პოლიტიკურ ოფიცერთან ხუან ხოსე აპარისიოსთან. შეხვედრის თემა იყო „აშშ-საქართველოს ურთიერთობა და აშშ-ის დახმარება საქართველოს მიმართ“.
შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. ამ შეხვედრით SANGU-ს სტუდენტებისთვის, საქართველოში აშშ-ის საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ორგანიზებით, დაიწყო საგანმანათლებლო შეხვედრების სერია, რომლის ინიციატორი არის SANGU-ს მოწვეული სპეციალისტი, ლექტორი მარიამ ხატიაშვილი.
მსგავსი სიახლეები
ახალი სასწავლო წელი დაიწყო
ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს უნივერსიტეტმა პირველკურსელებს უმასპინძლა.
AWS Agentic Football Cup Georgia
22 აგვისტოს წმ. ანდრიას ქართულმა უნივერსიტეტმა AWS Agentic Football Cup Georgia-ს უმასპინძლა, რომელიც AWS User Group Tbilisi-ის ორგანიზებით გაიმართა.
