კონფერენცია თემაზე - "საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი"
2018 წლის 24 ოქტომბერს ქართული უნივერსიტეტის წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, "ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის" და
2018 წლის 24 ოქტომბერს ქართული უნივერსიტეტის წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, "ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის" და საინფორმაციო სააგენტო "აქცენტი"-ს ორგანიზებით, გაიმართა კონფერენცია: "საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი."
კონფერენცია გახსნა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი მოხსენებები:
- „საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი: კონფლიქტების მოგვარების პერსპექტივები„ - თამუნა ქოჩორაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის პოლიტიკის ანალიზის დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
- "საქართველო და ევროკავშირი" - ევროკავშირის ისტორია, ინსტიტუტები; ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა; ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობების ისტორია - ეკატერინე ცანავა;
- ევროკავშირისა და საქართველოს სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები - ანალიტიკოსი ზურაბ მოდებაძე.
კონფერენცია სტუდენტთა ინტერაქტიური ჩართვებით საინტერესოდ წარომართა. მისი მიზანი იყო ნატოსა და ევროკავშირის შესახებ დამსწრეთა ინფორმირება, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ ახალგაზრდების გაცნობიერებული მხარდაჭერის მოპოვება.
მსგავსი სიახლეები
ტრენინგი საგანმანათლებლო პროგრამისა და სასწავლო კურსის სილაბუსის შემუშავებისა და შეფასების მეთოდოლოგია
საინფორმაციო-სამუშაო შეხვედრები მიეძღვნა საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო კურსების სილაბუსების დაგეგმვის, შემუშავებისა და შეფასების აქტუალურ საკითხებს.
29 ივნისი 2026
ვორკშოპი დოქტორანტებისთვის „სამეცნიერო პუბლიკაციის შექმნა და გამოქვეყნება“
სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით დოქტორანტებისთვის გაიმართა ვორკშოპი თემაზე „სამეცნიერო პუბლიკაციის შექმნა და გამოქვეყნება“.
25 ივნისი 2026
შეხვედრა დოქტორანტებთან სადისერტაციო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის საკითხებზე
სემინარის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია სადისერტაციო ნაშრომის შექმნის ძირითად ეტაპებზე, კვლევის შედეგების ეფექტიანად წარმოჩენის მეთოდებსა და...
24 ივნისი 2026
