ეთიკის მსოფლიო დღე
2018 წლის 18 ოქტომბერს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის საერთაშორისო ურთიერთობებისა და რეგიონალური პროცესების საბაკალავრო პროგრამის საგნის „აშშ და ახალი მსოფლიო წესრიგი“ მოწვეულმა სპეციალისტმა მარიამ ხატიაშვილმა სტუდენტებისთვის ლექცია-აქტივობა ჩაატარა2018 წლის 18 ოქტომბერს ქართულ უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის საერთაშორისო ურთიერთობებისა და რეგიონალური პროცესების საბაკალავრო პროგრამის საგნის „აშშ და ახალი მსოფლიო წესრიგი“ მოწვეულმა სპეციალისტმა მარიამ ხატიაშვილმა სტუდენტებისთვის ლექცია-აქტივობა ჩაატარა, რომელიც მიუძღვნა საერთაშორისო საქმეებში ეთიკის საკითხთა კარნეგის საბჭოს (აშშ) მიერ დაწესებულ ეთიკის მსოფლიო დღესა და აკადემიური პატიოსნების საერთაშორისო ცენტრის (აშშ) მიერ „გარიგებული გადაწერის“ (Contract Cheating) წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო დღის აღნიშვნებს.
მარიამ ხატიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მკვლევართა 2017 წლის გაცვლითი პროგრამის მონაწილეა. 2017 წელს ამ პროგრამაში მონაწილეობისას ის იმყოფებოდა ქ. ნიუ იორკში, სადაც საერთაშორისო საქმეებში ეთიკის საკითხთა კარნეგის საბჭოს თანამშრომლებსა და პრეზიდენტს შეხვდა. 2017 წელს მარიამმა საქართველოში პირველად აღნიშნა ეთიკის მსოფლიო დღე, წელს კი პირველად მან ამ დღის აღმნიშვნელი შეხვედრა ქართულ უნივერსიტეტში ჩაატარა. შეხვედრისას მარიამმა ისაუბრა ამ ორი საერთაშორისო დღის ისტორიასა და მნიშვნელობაზე და სტუდენტებთან ერთად განიხილა ისეთი საკითხები, როგორიცაა ეთიკის როლი საგარეო პოლიტიკაში, ეთიკა და ამერიკული დემოკრატია, ეთიკა და ლიდერობა, ეთიკა და კულტურა, ეთიკა და მეცნიერება, ეთიკა და აკადემიური სფერო, ეთიკა და ახალი მსოფლიო წესრიგი.
საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტებმა იმსჯელეს თანამედროვე მსოფლიოში მწვავე და მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეთიკური საკითხების შესახებ. მათ დისკუსია გამართეს თემაზე, თუ როგორ წარმოუდგენიათ უფრო მეტად ეთიკური მსოფლიო.
აქტივობის პერიოდში სტუდენტები ჩაერთვნენ „გარიგებული გადაწერის წინააღმდეგ“ მიმართულ საერთაშორისო აქტივობაშიც, რომლის დროსაც დააფიქსირეს აზრი, თუ რატომ არ სურთ „გარიგებულ გადაწერაში“ მონაწილეობის მიღება და რატომ არის „გარიგებული გადაწერა“ მცდარი.
მარიამმა ჩვენი უნივერსიტეტი კარნეგის საბჭოს ეთიკის მსოფლიო დღის აღმნიშვნელი ორგანიზაციების სიაში გააერთიანა. მოხარული ვართ, რომ მარიამ ხატიაშვილის მიერ 2018 წლის 18 ოქტომბერს ჩვენს უნივერსიტეტში ამ ორი დღის პირველად აღნიშვნა სამომავლოდ ტრადიციულ სახეს მიიღებს.
მსგავსი სიახლეები
ტრენინგი საგანმანათლებლო პროგრამისა და სასწავლო კურსის სილაბუსის შემუშავებისა და შეფასების მეთოდოლოგია
საინფორმაციო-სამუშაო შეხვედრები მიეძღვნა საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო კურსების სილაბუსების დაგეგმვის, შემუშავებისა და შეფასების აქტუალურ საკითხებს.
ვორკშოპი დოქტორანტებისთვის „სამეცნიერო პუბლიკაციის შექმნა და გამოქვეყნება“
სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით დოქტორანტებისთვის გაიმართა ვორკშოპი თემაზე „სამეცნიერო პუბლიკაციის შექმნა და გამოქვეყნება“.
