Skip to content
მენიუ

ცხადდება ღია კონკურსი

07 September 2026

ცხადდება ღია კონკურსი ქართული ფილოლოგიის მიმართულებით

ცხადდება ღია კონკურსი

აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით, ცხადდება ღია კონკურსი ა(ა)იპ „საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში“:

  • ასოცირებული პროფესორის ერთ ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე ქართული ფილოლოგიის, ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულებით;

კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენის და მათი რეგისტრაციის ვადაა 2026 წლის 5 და 6 ოქტომბერი. მისამართი: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი № 53ა, საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში, პირველი კორპუსი (ოთახი N104), 11:00 საათიდან – 17:00 საათამდე.

კომისიამ კონკურსის შედეგები უნდა წარმოადგინოს არაუგვიანეს 19 ოქტომბრისა.
 

ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ძირითადი მოთხოვნები:

  1. ასოცირებული პროფესორის  აკადემიური ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრული საკანონმდებლო მოთხოვნაა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;

  2. თითოეულ აკადემიურ თანამდებობაზე კანდიდატთა მონაცემების განხილვისას მხედველობაში მიიღება კანდიდატის მიღწევები საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, რაც შესაძლებელია შეფასდეს და დადასტურდეს შემდეგით:

    1. სამეცნიერო ნაშრომები, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები, მიღებული ბოლო 5 წლის განმავლობაში და სხვა სამეცნიერო აქტივობები;

    2. სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;

    3. საერთაშორისო თანამშრომლობა და საქმიანობა აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით;

    4. პროფესორის და ასოცირებული პროფესორის შემთხვევაში, უნივერსიტეტში შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა.

    5. სილაბუსი/სილაბუსები (ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით). კონკურსის მიზნებისთვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს არა უმეტეს სამი სილაბუსი;

    6. სამეცნიერო ნაშრომი/პროექტი/კვლევა, რომელიც, კონკურსანტის აზრით, უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს;

    7. კონკრეტული ვაკანტური თანამდებობისთვის განსაზღვრული სხვა/დამატებითი სპეციფიკური მოთხოვნები.


საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  1.  შევსებული განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე; (ფორმა განთავსებულია ვებ გვერდზე www.sangu.edu.ge
  2. ავტობიოგრაფია -CV, (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით );
  3. შევსებული კონკურსანტის ანკეტა (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით (ფორმა განთავსებულია ვებ გვერდზე www.sangu.edu.ge);
  4. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით)
  5. ერთი ფოტოსურათი, ზომით 3×4;
  6. შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები ნოტარიულად დამოწმებული; (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით)
  7.  სტიპენდიების, გრანტების, სხვა სამეცნიერო აქტივობების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;(ბოლო 5 წლის)
  8. კონფერენციებსა და  პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ბოლო 5 წლის);
  9.  შესაბამისი მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობისა და საქმიანობის  შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  10. შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა;    
  11. სილაბუსი/სილაბუსები (ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით). კონკურსის მიზნებისთვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს არა უმეტეს სამი სილაბუსი;
  12. სამეცნიერო ნაშრომი/პროექტი/კვლევა;
  13. ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმანობის განხორციელების შესახებ დოკუმენტაცია. 
  14. ინგლისური ენის  ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი;(არსებობის შემთხვევაში)
  15. უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;
  16. შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან წარმოდგენილი ცნობა ნასამართლობის შესახებ და ასევე, ცნობა უფლების ჩამორთმევის შესახებ;
     

მიმაგრებული დოკუმენტაცია:

Share

Related news

Open Call Announced

Open Call Announced

Open Call Announced for One Academic Position of Professor in the Field of Law

Higher School for Interpreters and Translators

მეტის ნახვა

რატომ სანგუ? ადგილი სადაც საუკეთესო განათლების მიღება შეგიძ₾ია

მეტის ნახვა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მეტის ნახვა