მემორანდუმი პოლონეთის ნოვი სონჩის ბიზნეს სკოლასთან
სანგუმ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა National Louis University (WSB-NLU)-თან, რაც ახალ შესაძლებლობებს ქმნის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის.
პოლონეთის ნოვი სონჩის ბიზნეს სკოლასთან
წმ. ანდრიას ქართულმა უნივერსიტეტმა (სანგუ) თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა პოლონეთის ნოვი სონჩის ბიზნეს სკოლასთან - National Louis University (WSB-NLU).
თანამშრომლობა მიზნად ისახავს ბიზნესის ადმინისტრირებისა და სამეცნიერო კვლევების მიმართულებით უმაღლესი განათლების განვითარების ხელშეწყობას და საერთაშორისო აკადემიური კავშირების გაძლიერებას.
თანამშრომლობის ფარგლებში გათვალისწინებულია:
- სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლა - მობილობის შესაძლებლობების გაფართოება
- სამეცნიერო და აკადემიური აქტივობები - ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელება და მათი საერთაშორისო დონეზე გამოქვეყნება
- საერთაშორისო ღონისძიებები - სემინარები, ვორქშოფები, კონფერენციები და საზაფხულო სკოლები
აღნიშნული პარტნიორობა სანგუს სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს უხსნის ახალ საერთაშორისო შესაძლებლობებს და წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით.
მსგავსი სიახლეები
ახალი სასწავლო წელი დაიწყო
ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს უნივერსიტეტმა პირველკურსელებს უმასპინძლა.
22 სექტემბერი 2026
AWS Agentic Football Cup Georgia
22 აგვისტოს წმ. ანდრიას ქართულმა უნივერსიტეტმა AWS Agentic Football Cup Georgia-ს უმასპინძლა, რომელიც AWS User Group Tbilisi-ის ორგანიზებით გაიმართა.
02 სექტემბერი 2026
ტრენინგი საგანმანათლებლო პროგრამისა და სასწავლო კურსის სილაბუსის შემუშავებისა და შეფასების მეთოდოლოგია
საინფორმაციო-სამუშაო შეხვედრები მიეძღვნა საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო კურსების სილაბუსების დაგეგმვის, შემუშავებისა და შეფასების აქტუალურ საკითხებს.
29 ივნისი 2026
