წიგნების გამოფენა-გაყიდვა სანგუში
20 აპრილს, 12:00-დან 17:00 საათამდე, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ფოიეში გაიმართება „გამომცემლობა პალიტრა L”-ის წიგნების ერთდღიანი გამოფენა-გაყიდვა.წიგნების გამოფენა-გაყიდვა სანგუში
20 აპრილს, 12:00-დან 17:00 საათამდე, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ფოიეში გაიმართება „გამომცემლობა პალიტრა L”-ის წიგნების ერთდღიანი გამოფენა-გაყიდვა.
ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება გამომცემლობის მრავალფეროვანი ლიტერატურა, მათ შორის ბიზნესლიტერატურა, მხატვრული ნაწარმოებები, ინგლისურენოვანი კლასიკა, წლის ბესტსელერები, ასევე Liberteens და Liberkids სერიები. წიგნების შეძენა შესაძლებელი იქნება 30-60%-იანი ფასდაკლებით.
დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ ადგილზე გაეცნონ როგორც ახალ გამოცემებს, ისე უკვე პოპულარულ ბესტსელერებს სხვადასხვა მიმართულებით. განსაკუთრებული შეთავაზებები ვრცელდება სანგუს სტუდენტებსა და თანამშრომლებზე.
ღონისძიება მიზნად ისახავს უნივერსიტეტში წიგნის კულტურის ხელშეწყობას და აკადემიური გარემოს გამდიდრებას ხელმისაწვდომი ლიტერატურით.
მსგავსი სიახლეები
SANGU-ს ქორეოგრაფიული ანსამბლი "კარიბჭე" აცხადებს სტუდენტთა მიღებას
SANGU-ს ქორეოგრაფიული ანსამბლი "კარიბჭე" აცხადებს სტუდენტთა მიღებას ქართული ხალხური ცეკვების შესასწავლად.
მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამის გასაუბრებისა და დაფინანსების შედეგები
საგნობრივ მიმართულებებში გასაუბრების შედეგები გამოქვეყნდება უახლოეს პერიოდში, ეტაპობრივად.
