შეხვედრა ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპანია Solvit-თან
2025 წლის 23 ოქტომბერს, 12:00 საათზე, დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამმართველოს ორგანიზებით, წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება სტუდენტებთან შეხვედრა ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპანია Solvit-თან.SANGU-ში გაიმართება შეხვედრა IT კომპანიასთან – Solvit
2025 წლის 23 ოქტომბერს, 12:00 საათზე, დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამმართველოს ორგანიზებით, წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება სტუდენტებთან შეხვედრა ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპანია Solvit-თან.
შეხვედრას გაუძღვებიან:
ლევან მორჩილაძე – Solvit-ის კომერციული დირექტორი
ნიკოლოზ კაციტაძე – Solvit-ის ტექნიკური დირექტორი
შეხვედრის თემები მოიცავს:
- კომპანიის ზოგად მიმოხილვას;
- IT აუთსორსინგული მომსახურების არსს;
- იმ პროფესიებს, რომლებიც IT აუთსორსინგს მოიცავს, მათ შორის:
- სისტემური ადმინისტრირება
- ქსელების ადმინისტრირება
- მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება
- DevOps ინჟინერია
- Cloud ინფრასტრუქტურის ადმინისტრირება
შეხვედრაზე განხილული იქნება სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობები, მიმდინარე ვაკანსიები და კარიერული განვითარების გზები Solvit-ში. ღონისძიება წარმოადგენს მნიშვნელოვან შესაძლებლობას იმ სტუდენტებისთვის, ვისაც სურს კარიერის დაწყება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში.
შეხვედრის დასრულების შემდეგ გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი SANGU-სა და Solvit-ს შორის.
სარეგისტრაციო ბმული: https://cutt.ly/Yr3IQQPX
მსგავსი სიახლეები
ცხადდება ღია კონკურსი
ცხადდება ღია კონკურსი ასოცირებული პროფესორის ერთ ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე განათლების მეცნიერების მიმართულებით
ცხადდება ღია კონკურსი
აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით, ცხადდება ღია კონკურსი ა(ა)იპ „საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში
