კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია
2025 წლის 26 ივნისს, სანგუში გაიმართა ერთობლივი კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის პირველი და მეორე გამოშვების კურსდამთავრებულთა საზეიმო ცერემონია.
კიბერუსაფრთხოების ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულთა საზეიმო ცერემონია SANGU-ში
2025 წლის 26 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში (SANGU) გაიმართა კიბერუსაფრთხოების ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის პირველი და მეორე გამოშვების კურსდამთავრებულთა საზეიმო ცერემონია. პროგრამა ხორციელდება SANGU-სა და ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტს (Northern Kentucky University, NKU) შორის მრავალწლიანი აკადემიური თანამშრომლობის ფარგლებში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ კურსდამთავრებულები, მათი ოჯახის წევრები, SANGU-სა და NKU-ს პროფესორ-მასწავლებლები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები. ცერემონიას ასევე დაესწრო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, ქალბატონი ბაია კვიციანი.
ღონისძიებაზე ხაზი გაესვა პროგრამის საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ შინაარსსა და სწავლების ხარისხს, ასევე იმ უნარებს, რომლებიც კურსდამთავრებულებს კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს კიბერუსაფრთხოების სწრაფად განვითარებად სფეროში.
SANGU-ს და NKU-ს ერთობლივმა აკადემიურმა გუნდმა მონაწილეებს მიულოცა წარმატებით სწავლის დასრულება და ხაზი გაუსვა ორ უნივერსიტეტს შორის მტკიცე პარტნიორობის მნიშვნელობას, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება ახალი ინიციატივებითა და ერთობლივი პროექტებით.
ღონისძიება დასრულდა კურსდამთავრებულთა დიპლომების გადაცემით, ფოტოსესიითა და არაფორმალური შეხვედრებით.
ვულოცავთ ჩვენს ახალ კიბერუსაფრთხოების პროფესიონალებს და ვუსურვებთ წარმატებულ კარიერულ განვითარებას!
მსგავსი სიახლეები
ტრენინგი საგანმანათლებლო პროგრამისა და სასწავლო კურსის სილაბუსის შემუშავებისა და შეფასების მეთოდოლოგია
საინფორმაციო-სამუშაო შეხვედრები მიეძღვნა საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო კურსების სილაბუსების დაგეგმვის, შემუშავებისა და შეფასების აქტუალურ საკითხებს.
ვორკშოპი დოქტორანტებისთვის „სამეცნიერო პუბლიკაციის შექმნა და გამოქვეყნება“
სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით დოქტორანტებისთვის გაიმართა ვორკშოპი თემაზე „სამეცნიერო პუბლიკაციის შექმნა და გამოქვეყნება“.
