ევროსტუდენტი 2025
ევროსტუდენტი ტრანსნაციონალური სამეცნიერო კვლევითი პროექტია.ევროსტუდენტი ტრანსნაციონალური სამეცნიერო კვლევითი პროექტია. მისი მიზანია ევროპის 30-მდე ქვეყანაში უმაღლესი განათლების სივრცეში სტუდენტების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა. კვლევის ფარგლებში გროვდება მონაცემები ისეთი საკითხების შესახებ, როგორებიცაა უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობა, სასწავლო პროგრამის მახასიათებლები, ბიუჯეტი და დასაქმება, შემოსავალი და ხარჯები, საცხოვრებელი პირობები და საერთაშორისო მობილობა.
ევროსტუდენტის კვლევის მონაცემების საფუძველზე ქვეყნები უკეთ გეგმავენ ადგილობრივი და უცხოელი სტუდენტების სოციალური და ეკონომიკური მხარდაჭერის პოლიტიკას და პროგრამებს.
საქართველო 2014 წლიდან მონაწილეობს კვლევაში. წელს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტები კვლევაში 15 აპრილიდან ელექტრონულად ჩაერთვებიან. კვლევის მე-9 ციკლს საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი უძღვება.
2025 წელს კვლევაში მონაწილე სტუდენტების წახალისების მიზნით საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი გათამაშებას გეგმავს. გათამაშების ფარგლებში კვლევის მონაწილეთაგან შემთხვევითი პრინციპით შერჩეული 15 სტუდენტი ტექნიკის 500 ლარიან ვაუჩერს მიიღებს.
დამატებითი ინფორმაცია ევროსტუდენტის საერთაშორისო კვლევის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: https://www.eurostudent.eu/
კითხვებით დაუკავშირდით საგანმანათლებლო კვლევების ეროვნულ ცენტრს ელექტრონული ფოსტის მისამართზე: eurostudent@ncer.gov.ge
მსგავსი სიახლეები
ცხადდება ღია კონკურსი
ცხადდება ღია კონკურსი ასოცირებული პროფესორის ერთ ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე განათლების მეცნიერების მიმართულებით
ცხადდება ღია კონკურსი
აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით, ცხადდება ღია კონკურსი ა(ა)იპ „საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში
