სლოვაკეთის მთავრობის სტიპენდიები
სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობა 2025-2026 სასწავლო წლისათვის საქართველოს მოქალაქეებისთვის გამოყოფს ორ სტიპენდიას.სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობა 2025-2026 სასწავლო წლისათვის საქართველოს მოქალაქეებისთვის გამოყოფს ორ სტიპენდიას.
სტიპენდიები განკუთვნილია ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისთვის. განაცხადების მიღება დაიწყება 2025 წლის 24 მარტიდან და გაგრძელდება 2025 წლის 25 მაისის ჩათვლით.
აპლიკანტებს განაცხადის გაკეთება შეუძლიათ ონლაინ ვებ-გვერდზე: https://www.vladnestipendia.sk/en/
დამატებით გაცნობებთ, რომ ზემოხსენებულ პროგრამაში მონაწილეობის ერთ-ერთი პირობაა სლოვაკური ენის ცოდნა. შერჩეული აპლიკანტებისთვის სლოვაკური ენის კურსები ჩატარდება უფასოდ (2025 წლის 1 სექტემბრიდან 2026 წლის 30 ივნისის ჩათვლით).
დამატებითი ინფორმაცია კურსების შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდებზე: https://cdv.uniba.sk და https://www.minedu.sk/scholarships-of-the-government-of-the-slovak-republic/
მსგავსი სიახლეები
ცხადდება ღია კონკურსი
ცხადდება ღია კონკურსი ასოცირებული პროფესორის ერთ ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე განათლების მეცნიერების მიმართულებით
ცხადდება ღია კონკურსი
აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით, ცხადდება ღია კონკურსი ა(ა)იპ „საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში
