საჯარო ლექცია სახელმწიფო უსაფრთხოების შესახებ
IX-XII კლასის მოსწავლეებისთვის, პროექტის „აღმოაჩინე შენი პროფესია“ ფარგლებში SANGU მასპინძლობს საჯარო ლექციას თემაზე სახელმწიფო უსაფრთხოება.IX-XII კლასის მოსწავლეებისთვის, ვისაც აინტერესებს საერთაშორისო ურთიერთობები და სურს გაეცნოს სახელმწიფო მმართველობის მნიშვნელოვან საკითხებს, პროექტის „აღმოაჩინე შენი პროფესია“ ფარგლებში SANGU, 7 აპრილს, 16:00 საათზე, მასპინძლობს საჯარო ლექციას თემაზე სახელმწიფო უსაფრთხოება.
ლექტორი: პროფესორი თორნიკე შურღულაია; საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის თანახელმძღვანელი, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი
ლექცია მოიცავს შემდეგ საკითხებს:
- ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა
- ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოება
- ეკონომიკური და სოციალური სტაბილურობა
- პოლიტიკური და საგარეო უსაფრთხოება
- საერთაშორისო ურთიერთობების მართვა
მონაწილეები გაიგებენ, როგორ ფუნქციონირებს თანამედროვე სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემები და როგორია ამ სფეროში კარიერული განვითარების პერსპექტივები.
ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა მათთვის, ვისაც სურს მომავალში გახდეს დიპლომატი, უსაფრთხოების ანალიტიკოსი ან საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი.
ღონისძიებაზე დასასწრებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია.
მსგავსი სიახლეები
SANGU-ს ქორეოგრაფიული ანსამბლი "კარიბჭე" აცხადებს სტუდენტთა მიღებას
SANGU-ს ქორეოგრაფიული ანსამბლი "კარიბჭე" აცხადებს სტუდენტთა მიღებას ქართული ხალხური ცეკვების შესასწავლად.
მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამის გასაუბრებისა და დაფინანსების შედეგები
საგნობრივ მიმართულებებში გასაუბრების შედეგები გამოქვეყნდება უახლოეს პერიოდში, ეტაპობრივად.
