ლატვიის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამა 2025-2026 აკადემიური წლისთვის
ლატვიის მთავრობა აცხადებს სასწავლო და საზაფხულო სკოლების სასტიპენდიო პროგრამებსლატვიის მთავრობა აცხადებს სასწავლო და საზაფხულო სკოლების სასტიპენდიო პროგრამებს.
სასტიპენდიო პროგრამებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს.
სტიპენდიის ხანგრძლივობა:
- 10 თვე – ბაკალავრისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის;
- 11 თვე – დოქტორანტურის სტუდენტებისთვის.
ყოველთვიური სტიპენდია:
- 500 ევრო – ბაკალავრებისთვის;
- 600 ევრო – მაგისტრებისთვის;
- 700 ევრო – დოქტორანტებისთვის.
ლატვიური მხარე გამარჯვებულ სტუდენტებს დაუფინანსებს სასწავლო ხარჯებს, ხოლო ფრენისა და დაზღვევის ხარჯებს ანაზღაურებენ თავად სტუდენტები.
დაინტერესებულ სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს ასევე აქვთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ საზაფხულო სკოლაში.
განცხადებები მიიღება 2025 წლის 1 თებერვლიდან 1 აპრილამდე შემდეგ ბმულზე.
დეტალური ინფორმაცია სასტიპენდიო პროგრამების შესახებ:
მსგავსი სიახლეები
ცხადდება ღია კონკურსი
ცხადდება ღია კონკურსი ასოცირებული პროფესორის ერთ ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე განათლების მეცნიერების მიმართულებით
10 აგვისტო 2026
ცხადდება ღია კონკურსი
აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით, ცხადდება ღია კონკურსი ა(ა)იპ „საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში
05 აგვისტო 2026
ცხადდება ღია კონკურსი
ცხადდება ღია კონკურსი სამართლის მიმართულებით პროფესორის ერთ აკადემიურ თანამდებობაზე
04 აგვისტო 2026
