ტრენინგი თემაზე: "ენაზე დაფუძნებული დასწავლის სირთულის (LLD) მქონე მოსწავლის იდენტიფიკაცია კლასში
ტრენინგი წარმართეს სპეციალური განათლების მაგისტრებმა, ტრენერებმა ხატია ცოცხალაშვილმა და თეონა თარგამაძემ
14-16 მარტს, SANGU-ს მასწავლებელთა ჰაბის ორგანიზებით გაიმართა უფასო ტრენინგი თემაზე: "ენაზე დაფუძნებული დასწავლის სირთულის (LLD) მქონე მოსწავლის იდენტიფიკაცია კლასში".
ტრენინგი განკუთვნილი იყო მხოლოდ SANGU-ს მასწავლებლის 60 კრედიტიანი პროგრამის კურსდამთავრებულთათვის, ხოლო მიზნობრივ ჯგუფში მოიაზრებოდნენ საგნის მასწავლებლები, სპეციალური განათლების მასწავლებლები, სკოლის დამხმარე სპეციალისტები, მშობლები, მეტყველების თერაპევტები და ბავშვთან მომუშავე ყველა სხვა პირი, რომელიც დაინტერესებულია დასწავლის უნარის დარღვევის მქონე მოსწავლის საგანმანათლებლო საჭიროების იდენტიფიკაციით და ინტერვენციის დაგეგმვით.
ტრენინგი ჩაატარეს ტრენერებმა: სპეციალური განათლების მაგისტრებმა ხატია ცოცხალაშვილმა და თეონა თარგამაძემ. ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ ენაზე დაფუძნებული დასწავლის სირთულის რაობასა და მახასიათებლებს; გააცნობიერეს, თუ რამდენად დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია ენაზე დაფუძნებულ დასწავლის სირთულეს მოსწავლის წიგნიერების, საკომუნიკაციო უნარებსა და ქცევით-ემოციურ სფეროზე; გაანალიზეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ენობრივი დასწავლის მქონე მოსწავლის რაც შეიძლება ადრეული იდენტიფიკაცია პრევენციისათვის;
სასკოლო სივრცეში LLD-ის მქონე მოსწავლის პირველადი ნიშნების იდენტიფიკაციისთვის ,,დისლექსია/LLD-ის ადრეული ნიშნების საიდენტიფიკაციო „ჩეკლისტი“ გამოიყენება. ტრენინგის მონაწილეები მისი გამოყენების წესებს გაეცნენ. ისინი ასევე LLD-ის მქონე მოსწავლის ენობრივი უნარების შეფასების ინსტრუმენტს გაეცნენ, რომელსაც ისინი ინტერვენციის გეგმის შედგენისა და მისი პრაქტიკული განხორციელებისათვის გამოიყენებენ;
ტრენერებმა მონაწილეებს ენაზე დაფუძნებული დასწავლის სირთულის მქონე მოსწავლესთან ადაპტაციის ხერხებიც გააცნეს, რომელთაც ისინი საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებენ.
მსგავსი სიახლეები
ტრენინგი საგანმანათლებლო პროგრამისა და სასწავლო კურსის სილაბუსის შემუშავებისა და შეფასების მეთოდოლოგია
საინფორმაციო-სამუშაო შეხვედრები მიეძღვნა საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო კურსების სილაბუსების დაგეგმვის, შემუშავებისა და შეფასების აქტუალურ საკითხებს.
ვორკშოპი დოქტორანტებისთვის „სამეცნიერო პუბლიკაციის შექმნა და გამოქვეყნება“
სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით დოქტორანტებისთვის გაიმართა ვორკშოპი თემაზე „სამეცნიერო პუბლიკაციის შექმნა და გამოქვეყნება“.
