SANGU-მ 140-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა
ისინი ქართულ უნივერსიტეტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა, ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა და რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა მიიღეს
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა, თბილისის 140-ე საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეებს და მათ მასწავლებლებს უმასპინძლა.
ისინი ქართულ უნივერსიტეტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა, ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა და რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა მიიღეს. რის შემდეგაც მოსწავლეებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის სასწავლო და კომპიუტერული აუდიტორიები, საკონფერენციო დარბაზები, სატრენაჟორო დარბაზი, ბიბლიოთეკა და მათთვის სასურველი მიმართულებებისა თუ სასწავლო პროგრამების შესახებ ინფორმაციას გაეცნენ.
შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეები, SANGU-ს ფიზიკის ლაბორატორიაში, უნივერსიტეტის პროფესორის, მალხაზ შატბერაშვილის ხელმძღვანელობით ფიზიკის საინტერესო ექსპერიმენტებში მიიღეს მონაწილეობა.
მსგავსი სიახლეები
ახალი სასწავლო წელი დაიწყო
ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს უნივერსიტეტმა პირველკურსელებს უმასპინძლა.
AWS Agentic Football Cup Georgia
22 აგვისტოს წმ. ანდრიას ქართულმა უნივერსიტეტმა AWS Agentic Football Cup Georgia-ს უმასპინძლა, რომელიც AWS User Group Tbilisi-ის ორგანიზებით გაიმართა.
