კომპიუტერული მეცნიერების საგანმანათლებლო კვირეული SANGU-ში
2023 წლის 9 დეკემბერს, კომპიუტერული მეცნიერების საგანმანათლებლო კვირეულის ფარგლებში, SANGU-ს კომპიუტერული მეცნიერების მიმართულების ტრადიციული ვებინარი გაიმართა
9-15 დეკემბერი კომპიუტერული მეცნიერების საგანმანათლებლო კვირეულია, რომელიც მსოფლიო მასშტაბით 2014 წლიდან აღინიშნება და მიზნად ისახავს კომპიუტერული მეცნიერების პოპულარიზაციას, ახალგაზრდების დაინტერესებას პროგრამირებით და თანამედროვე ტექნოლოგიებით.
კვირეული ეძღვნება კომპიუტერული მეცნიერების პიონერის - ადმირალ გრეის ჰოპერის დაბადების დღეს. გრეის მიურეი ჰოპერი იყო ამერიკელი გამომგონებელი, მეცნიერი და საზღვაო ფლოტის ადმირალი, ამავე დროს ერთ-ერთი პირველი პროგრამისტი, რომელმაც შექმნა კომპიუტერული პროგრამირების ენის პირველი კომპილატორი. გრეის ჰოპერმა, კარიერის მანძილზე, საკუთარი გამოგონებებისათვის უამრავი ჯილდო დაიმსახურა, მათ შორის ტექნოლოგიების ეროვნული მედალი.
2023 წლის 9 დეკემბერს, კომპიუტერული მეცნიერების საგანმანათლებლო კვირეულის ფარგლებში, SANGU-ს კომპიუტერული მეცნიერების მიმართულების ტრადიციული ვებინარის ფარგლებში გაკეთდა შემდეგი მოხსენებები:
- გიგა ჩალაური - "hexagonal architecture"
- ნათია დოლიაშვილი - "Apache Spark"
- დავით კურცხალია - "გენერაციული მოდელების ჰორიზონტზე, GPT-4-ის განხილვა"
- კობა გელაშვილი - ოსცილაციისგან თaვისუფალი მინიმაიზერები
მსგავსი სიახლეები
ახალი სასწავლო წელი დაიწყო
ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს უნივერსიტეტმა პირველკურსელებს უმასპინძლა.
AWS Agentic Football Cup Georgia
22 აგვისტოს წმ. ანდრიას ქართულმა უნივერსიტეტმა AWS Agentic Football Cup Georgia-ს უმასპინძლა, რომელიც AWS User Group Tbilisi-ის ორგანიზებით გაიმართა.
