ინოვაციური მიდგომები საექსკურსიო მენეჯმენტში
პროფესორმა ნიკო კვარაცხელიამ აუდიტორიას საექსკურსიო მენეჯმენტის ახალი ფორმები და შინაარსი გააცნო
5 ივნისს, წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, ბიზნესის, კომპიუტინგის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ტურიზმის ბიზნესის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნიკო კვარაცხელიამ ჩაატარა მასტერკლასი თემაზე - „ინოვაციური მიდგომები საექსკურსიო მენეჯმენტში“.
პროფესორმა ნიკო კვარაცხელიამ აუდიტორიას საექსკურსიო მენეჯმენტის ახალი ფორმები და შინაარსი გააცნო, საგანმანათლებლო პროცესში ექსკურსიების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და ექსკურსიათა ტიპები განიხილა. ასევე წარმოადგინა მარკეტინგული კვლევა საექსკურსიო ფირმებთან თანამშრომლობის შესახებ.
მასტერკლასის დასასრულს უპასუხა დამსწრეთა შეკითხვებს.
მსგავსი სიახლეები
ახალი სასწავლო წელი დაიწყო
ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს უნივერსიტეტმა პირველკურსელებს უმასპინძლა.
22 სექტემბერი 2026
AWS Agentic Football Cup Georgia
22 აგვისტოს წმ. ანდრიას ქართულმა უნივერსიტეტმა AWS Agentic Football Cup Georgia-ს უმასპინძლა, რომელიც AWS User Group Tbilisi-ის ორგანიზებით გაიმართა.
02 სექტემბერი 2026
ტრენინგი საგანმანათლებლო პროგრამისა და სასწავლო კურსის სილაბუსის შემუშავებისა და შეფასების მეთოდოლოგია
საინფორმაციო-სამუშაო შეხვედრები მიეძღვნა საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო კურსების სილაბუსების დაგეგმვის, შემუშავებისა და შეფასების აქტუალურ საკითხებს.
29 ივნისი 2026
