ელისაბედ ორბელიანის სახელობის ჯილდოს მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსში მარიამ კვერნაძე მეორე ეტაპზე გადავიდა
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ საუკეთესო ქართული სტუდენტური თარგმანისათვის ელისაბედ ორბელიანის სახელობის ჯილდოს მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსში წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის მთარგმნელ/თარჯიმანთა უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებული მარიამ კვერნაძე მეორე ეტაპზე გადავიდა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლისა და პირველი ლექტორი ქალის, ქველმოქმედის, პოეტისა და მთარგმნელის, ორბელიანების სასახლის დიასახლისის, ელისაბედ ორბელიანის სახელობის ჯილდო ორ ნომინაციაში გაიცემა: პროზაული ნაწარმოების ქართული თარგმანისათვის და სამეცნიერო ნაშრომის ქართული თარგმანისათვის.
კონკურსის მიზანი ახალგაზრდებს შორის მთარგმნელობითი საქმიანობის პოპულარიზაცია და შემოქმედებითი ინიციატივების წახალისებაა. კონკურსის გამარჯვებულები ივნისის შუა რიცხვებში გამოცხადდებიან.
ვულოცავთ მარიამს და კონკურსში გამარჯვებას ვუსურვებთ.
მსგავსი სიახლეები
ახალი სასწავლო წელი დაიწყო
ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს უნივერსიტეტმა პირველკურსელებს უმასპინძლა.
AWS Agentic Football Cup Georgia
22 აგვისტოს წმ. ანდრიას ქართულმა უნივერსიტეტმა AWS Agentic Football Cup Georgia-ს უმასპინძლა, რომელიც AWS User Group Tbilisi-ის ორგანიზებით გაიმართა.