შეხვედრა თემაზე: „რა არის ქოუჩინგი და როგორ შეგვიძლია მისი გამოყენება ეფექტიანობის ასამაღლებლად“
შეხვედრა წარმართა ემოციური ინტელექტის სერტიფიცირებულმა ტრენერმა და ქოუჩმა, საქართველოს ეროვნული ბანკის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსმა ნინო ბერუაშვილმა
2022 წლის 9 მარტს წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა Online შეხვედრა თემაზე: „რა არის ქოუჩინგი და როგორ შეგვიძლია მისი გამოყენება ეფექტიანობის ასამაღლებლად“.
შეხვედრა წარმართა ემოციური ინტელექტის სერტიფიცირებულმა ტრენერმა და ქოუჩმა, საქართველოს ეროვნული ბანკის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსმა ნინო ბერუაშვილმა.
ტრენერმა SANGU-ს სტუდენტებს განუმარტა ქოუჩინგის მნიშვნელობა და გაუზიარა ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც სხვადასხვა წამყვან ორგანიზაციებში ადამიანური რესურსების მართვისა და სწავლების სფეროში 15 წლიანი მუშაობის შედეგად შეიძინა. ტრენინგის ფარგლებში სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა სერტიფიცირებულ ქოუჩთან ერთად ემსჯელათ იმ საინტერესო გამოწვევებსა და მიდგომებზე, რომელიც დასაქმების ბაზარზე მნიშვნელოვანი და აქტუალურია.
მსგავსი სიახლეები
ტრენინგი საგანმანათლებლო პროგრამისა და სასწავლო კურსის სილაბუსის შემუშავებისა და შეფასების მეთოდოლოგია
საინფორმაციო-სამუშაო შეხვედრები მიეძღვნა საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო კურსების სილაბუსების დაგეგმვის, შემუშავებისა და შეფასების აქტუალურ საკითხებს.
ვორკშოპი დოქტორანტებისთვის „სამეცნიერო პუბლიკაციის შექმნა და გამოქვეყნება“
სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით დოქტორანტებისთვის გაიმართა ვორკშოპი თემაზე „სამეცნიერო პუბლიკაციის შექმნა და გამოქვეყნება“.
