კომპანია Staracademy-ის კონკურსი
კომპანია Staracademy აცხადებს კონკურსს დევნილის სტატუსის მქონე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.
კომპანია Staracademy აცხადებს კონკურსს დევნილის სტატუსის მქონე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.
რა არის "Summer Work & Travel"? - ეს არის საზაფხულო კულტურულ-გაცვლითი პროგრამა, რომელიც დამტკიცებულია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ. პროგრამის ფარგლებში მონაწილეები საქმდებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში 3 თვის განმავლობაში და 1 თვე ეძლევათ ამერიკაში მოგზაურობისთვის (ნებაყოფლობითი).
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ:
- ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულის (დევნილი) სტატუსის მქონე პირებს;
- ასაკი 18-დან 26 წლის ჩათვლით.
- ინგლისურის ცოდნის დონე - B1-დან;
- აქტიური სტუდენტური სტატუსის მქონე პირებს;
კონკურსის მონაწილეები უნდა აკმაყოფილებდნენ ყველა მითითებულ პირობას.
დაფინანსება ითვალისწინებს:
- პროგრამაში მონაწილეობის საფასური;
- ორმხრივი ავიაბილეთები;
- 3 დღიანი სემინარი NEW YORK CITY-ში;
- სემინარის განმავლობაში საცხოვრებლის, კვების და აქტივობების ხარჯები;
- დასაქმების უზრუნველყოფა ზაფხულის განმავლობაში;
- სამუშაო ადგილამდე ტრანსპორტირება;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- უსაფრთხოების უზრუნველყოფა ა.შ.შ-ს ტერიტორიაზე;
დაფინანსება არ ითვალისწინებს:
- სავიზო მოსაკრებლის გადახდას (160$);
- მუშაობის დროს საცხოვრებლის/კვების ხარჯებს, რაც უნდა დაიფაროს თქვენი ხელფასიდან.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://forms.gle/QGpZ2kTHMR1gN4FTA
რეგისტრაცია გრძელდება 10 ნოემბრის ჩათვლით.
Related news
Open Call Announced
Open Call Announced for One Academic Position of Professor in the Field of Law
04 August 2026
