Online საერთაშორისო კონფერენცია: Covid-19 და ტურიზმის პრობლემები
20 May 2020
ახალი კორონა ვირუსი (COVID-19) რთული გამოწვევა და მნიშვნელოვანი საფრთხე აღმოჩნდა არამხოლოდ მსოფლიო ჯანდაცვისათვის, არამედ საერთაშორისო ტურიზმის განვითარებისთვისაც.
ახალი კორონა ვირუსი (COVID-19) რთული გამოწვევა და მნიშვნელოვანი საფრთხე აღმოჩნდა არამხოლოდ მსოფლიო ჯანდაცვისათვის, არამედ საერთაშორისო ტურიზმის განვითარებისთვისაც.
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ორგანიზებით ორშაბათს, 25 მაისს, საქართველოს დროით 11:00 საათზე, გაიმართება Online საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „COVID-19 და ტურიზმის პრობლემები“.
სერგო ვარდოსანიძე - პროფესორი, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი;
ბექა ჯაყელი - გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის კოორდინატორი წევრ სახელმწიფოებთან ურთიერთობის საკითხებში;
სნეჟანკა ოვჩაროვა - პროფესორი, ეკონომიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ვარნის თავისუფალი უნივერსიტეტი, ბულგარეთი;
გიორგი ბრეგაძე - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია;
იოსებ ხელაშვილი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ტურიზმისა და მასპინძლობის კათედრის ხელმძღვანელი;
პაატა ჩაგანავა - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
ეკა დევიძე - შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი;
გიორგი ქემერტელიძე - ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
გიგი ყუფარაძე - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მოწვეული სპეციალისტი;
მაია უკლება - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მოწვეული სპეციალისტი;
ნიკო კვარაცხელია - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი;
ლევან ქისტაური - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი, ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი;
ნინო დამენია - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი, ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანის მოადგილე.