ბიზნეს ინფორმატიკა არის ინტერდისციპლინური პროგრამა, რომელიც შემუშავებულია ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტთან (აშშ) თანამშრომლობით. პროგრამა გთავაზობს თანამედროვე განათლებას უმაღლესი დონის გამოცდილების მქონე პროფესიონალების მოსამზადებლად ინფორმაციული ტექნოლოგიების დინამიკურ სფეროში.
უმაღლესი აკადემიური განათლების საფეხური: მაგისტრატურა
მისანიჭებელი კვალიფიკაცია:
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი (სანგუ):
ინფორმატიკის მაგისტრი/Master of Science in Informatics (კოდი: 0613.1.1)
ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტი (ჩკუ):
ბიზნეს ინფორმატიკის მაგისტრი/Master of Science in Business Informatics
სწავლების ენა: ინგლისური
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა
ბიზნეს ინფორმატიკის სამაგისტრო პროგრამაზე საქართველოს მოქალაქეების ჩარიცხვის წინაპირობაა: ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და შესაბამისი დიპლომის GPA 4-დან არანაკლებ 2.5, საერთო სამაგისტრო გამოცდა, ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო აღიარების მქონე სერტიფიკატი (IELTS, TOEFL ან Duolingo) ან სანგუ-სა და ჩკუ-ს მიერ ერთობლივად ორგანიზებული გამოცდის ჩაბარება, გამოცდა სპეციალობაში. იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას ბიზნეს ინფორმატიკის სამაგისტრო პროგრამის სწავლის შედეგების მიღწევა, კონკურსანტს მოეთხოვება ფლობდეს დაპროგრამების და ალგორითმების საფუძვლების ცოდნას, რაც სტუდენტმა უნდა დაადასტუროს მისაღებ გამოცდაზე/გასაუბრებაზე.
ინგლისური ენის გამოცდისგან თავისუფლდება პირი, რომელმაც უმაღლესი განათლება მიიღო ინგლისურენოვან პროგრამაზე, რომელიც დადასტურებულია სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების სერტიფიკატით ან შესაბამისი დოკუმენტით. კონკურსანტი ინგლისურ ენაში გასაუბრებას გაივლის სანგუს და ჩკუ-ს წარმომადგენლებთან.
პროგრამაში სხვა ქვეყნის მოქალაქეები ჩაირიცხებიან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი განსხვავებული წესით და მათზე ვრცელდება პროგრამაზე ჩარიცხვის ყველა წინაპირობა, გარდა ერთიანი სამაგისტრო გამოცდისა.
პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტების მაქსიმალური რაოდენობა : 60 (30 სტუდენტი წელიწადში)
მისაღები გამოცდის თემები:
- კომპიუტერული უნარების საფუძვლების ცოდნა;
- Java ან Python-ში ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების პარადიგმების საფუძვლების ცოდნა;
- ალგორითმთან დაკავშირებული ტერმინოლოგიისა და ძირითადი ცნებების, მათ შორის ასიმპტომური აღნიშვნების ცოდნა;
- Java ან Python-ში ინტეგრირებული ალგორითმების ბიბლიოთეკიდან ზოგიერთი გავრცელებული ალგორითმების (დახარისხება, ძიება, ექსტრემალური ელემენტები და ა.შ.) გამოყენების ცოდნა;
- სტატისტიკის ტერმინოლოგიის, ძირითადი ცნებებისა და ფაქტების ცოდნა;
- დისკრეტული მათემატიკის ძირითადი ელემენტების ცოდნა.
პროგრამის სტრუქტურა და სწავლის ხანგრძლივობა:
პროგრამისთვის სწავლის სტანდარტული ხანგრძლივობაა 2 წელი. ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტისა და საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხის მისაღებად სტუდენტმა უნდა დააგროვოს არანაკლებ 120 ECTS კრედიტი.
პროგრამა შედგება შემდეგი კომპონენტებისგან: სპეციალობის სავალდებულო სასწავლო კურსები (66 კრედიტი), სპეციალობის არჩევითი სასწავლო კურსები (24 კრედიტი) და კვლევითი პროექტი (30 კრედიტი).
პროგრამის ხელმძღვანელები:
სუზან ბრუდვიგი
დოქტორი (PhD) სპეციალობით ბიზნესის ადმინისტრირება
ლელა მირცხულავა
ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (PhD) სპეციალობით გამოთვლითი მანქანები, კომპლექსები, სისტემები და ქსელები.
ელ.ფოსტა: l.mirtskhulava@sangu.edu.ge