სამაგისტრო პროგრამებზე მიღების წინაპირობები

მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების უფლება აქვს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს;

მაგისტრანტობის კანდიდატს მოეთხოვება საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება (გარდა კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა) შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამისათვის განსაზღვრული ტიპის ტესტით და კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის მინიმალური  ზღვარის გადალახვა;

გამოცხადებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა გაიხსნება იმ შემთხვევაში, თუ მასზე ჩასარიცხ კანდიდატთა რაოდენობა იქნება არანაკლებ 5-ისა.

სამაგისტრო პროგრამებზე მიღების წინაპირობები სპეციალობების მიხედვით:

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლა

საქართველოს ისტორია

  • ბაკალავრის დიპლომი ჰუმანიტარულ, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა მიმართულებით.
  • დადებითი შეფასება სპეციალობაში /საქართველოს ისტორია/. გასაუბრების/გამოცდის დროს (შემოწმდება საქართველოს ისტორიის ძირითადი საკითხების ცოდნა);
  • უცხო ენის (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული) ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი B2, ხოლო სერთიფიკატის არქონის შემთხვევაში ცოდნა შემოწმდება შიდა საუნივერსიტეტო გამოცდით (ტესტირებით).

მაგისტრატურაში ჩარიცხვა ხდება სპეციალობაში ზეპირი გამოცდის და უცხო ენის ცოდნის შედეგების მიხედვით.

ენათმეცნიერება

  • ბაკალავრის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხი;
  • გამოცდა სპეციალობაში (საბაკალავრო პროგრამის შედეგების გათვალისწინებით)
  • უცხო ენის (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული) ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი B2, ხოლო სერთიფიკატის არქონის შემთხვევაში ცოდნა შემოწმდება შიდა საუნივერსიტეტო გამოცდით (ტესტირებით).

მაგისტრატურაში ჩარიცხვა ხდება სპეციალობაში ზეპირი გამოცდის და უცხო ენის ცოდნის შედეგების მიხედვით.

ქართული ლიტერატურის ისტორია

  • სპეციალობაში საუნივერსიტეტო გამოცდის წარმატებით ჩაბარება;
  • უცხო ენის (გერმანული, ინგლისური, ფრანგული, რუსული) ცოდნა B1 დონეზე (აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს საერთაშორისო აღიარების მქონე სერთიფიკატი ან გაიაროს შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხო ენაში). 

სამართალი

სამართლის სამაგისტრო პროგრამით სწავლის უფლება აქვთ სამართლის ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირებს, რომლებიც წარმატებით ჩააბარებენ საერთო სამაგისტრო და უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ მისაღებ გამოცდებს სპეციალობასა და უცხო ენაში (ინგლისური/გერმანული, საჭირო დონე - B2). უცხო ენაში გამოცდისაგან თავისუფლდება პირი, რომელიც წარმოადგენს  შესაბამისი ენის ცოდნის დონის ფლობის დამადასტურებელ საერთაშორისო სერთიფიკატს. ასევე, კანდიდატი, ვისაც ინგლისურ/გერმანულ ენაზე გავლილი აქვს ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სრული ან არასრული კურსი.

შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის საკითხები, საგამოცდო პერიოდის დაწყებამდე ერთი თვით ადრე, გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე: www.sangu.edu.ge 

საჯარო მმართველობა

სამაგისტრო პროგრამით სწავლის უფლება აქვთ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირებს, რომლებიც წარმატებით ჩააბარებენ საერთო სამაგისტრო და უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ მისაღებ გამოცდებს სპეციალობასა და ინგლისურ/გერმანულ ენაში - B2 დონეზე. უცხო ენაში გამოცდისაგან თავისუფლდება პირი, რომელიც წარმოადგენს  შესაბამისი ენის დონის ფლობის საერთაშორისო სერთიფიკატს ან რომელსაც შესაბამისენოვან პროგრამაზე მიღებული აქვს უმაღლესი განათლება, რაც დასტურდება სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტით.

ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა  სკოლა

ბიზნესის ადმინისტრირება 

საუნივერსიტეტო გამოცდების (მენეჯმენტი, B1 დონეზე უცხო ენა) წარმატებით ჩაბარება. (B1 დონის შესაბამისი სერტიფიკატის წარმოდგენის შემთხვევაში სტუდენტი  თავისუფლდება უცხო ენაში საუნივერსიტეტო ტესტირებისაგან).   

ეკონომიკა

საუნივერსიტეტო გამოცდების (ეკონომიქსის და უცხო ენის)  წარმატებით ჩაბარება.

ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტი

საუნივერსიტეტო გამოცდის სპეციალობასა და ინგლისურ ენაში (B2 დონე) წარმატებით ჩაბარება.

მათემატიკა

  • ბა­კა­ლავ­რის აკადემიური ხარისხი  ფიზიკის ან მათემატიკის სპეციალობით.
  • სპეციალობაში საუნივერსიტეტო გამოცდის წარმატებით ჩაბარება.

ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება

  • ფსიქოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე ან მასთან გათანაბრებულ აკადემიური ხარისხი;
  • სპეციალობაში საუნივერსიტეტო გამოცდის წარმატებით ჩაბარება;

გამოცდა შედგება სამი კომპონენტის: უცხო ენა, პროფესიული ესე, პროფესიული გამოცდილება- პროფესიული მაქსიმალური შეფასება - 100 ქულა (პროფესიული ესე მაქსიმუმ - 80 ქულა; პროფესიული გამოცდილება - 20 ქულა). 

უცხო ენის ცოდნა B2 დონეზე (ცოდნის დადასტურება გამოცდით ან საერთაშორისო აღიარების მქონე სერთიფიკატით).უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საბუთის არქონის შემთხვევში, სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველი აბარებს შიდა საუნივერსიტეტო გამოცდას უცხო ენაში).

სოციალური და განწყობის ფსიქოლოგია

  • ფსიქოლოგიის, სოციალური მუშაკის, ფილოსოფიის, სოციოლოგიის, კონფლიქტოლოგიის, ანთროპოლოგიის, კულტუროლოგიის, რელიგიათმცოდნეობის, პედაგოგიკისა და განათლების მიმართულების ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე ან მასთან გათანაბრებულ დიპლომირებულ სპეციალისტებს, ასევე ბაკალავრებს, რომელთაც გავლილი აქვთ დამატებითი პროგრამა (მაინორი) ფსიქოლოგიაში 35-დან 60 კრედიტამდე;
  • სპეციალობასა და უცხო ენაში საუნივერსიტეტო გამოცდის წარმატებით ჩაბარება;
  • მაგისტრანტობის კანდიდატს მოეთხოვება რუსული ან ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა (თუ აპლიკანტს აქვს ენის შესაბამისი დონის დამადასტრურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი, თავისუფლდება გამოცდიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, აბარებს  საუნივერსიტეტო მისაღებ გამოცდას უცხო  ენაში).
  • საუნივერსიტეტო მოთხოვნების გარდა, კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ მოტივაციის წერილი, რომელშიც ასახული იქნება მისი მოლოდინი, ხედვა, თუ რატომ აბარებს ის კონკრეტულად ამ სპეციალობაზე. კონკურსანტს შეუძლია დამატებით წარმოადგინოს ნებისმერი ინფორმაცია, რომელიც ასახავს მის  სამეცნიერო, თუ პრაქტიკულ გამოცდილებას.