Skip to content
მენიუ

ცხადდება კონკურსი იურიდიულ კლინიკაში სტუდენტური პრაქტიკის გასავლელად

29 September 2026

პრაქტიკის განმავლობაში სტუდენტები იმუშავებენ რეალურ სამართლებრივ საქმეებზე, მოამზადებენ შესაბამის დოკუმენტაციას და გაივლიან პრაქტიკულ მომზადებას.

წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში ცხადდება კონკურსი იურიდიულ კლინიკაში სტუდენტური პრაქტიკის გასავლელად.

კონკურსის ფარგლებში შეირჩევა არაუმეტეს 5 სტუდენტი. პრაქტიკის განმავლობაში სტუდენტები იმუშავებენ რეალურ სამართლებრივ საქმეებზე, მოამზადებენ შესაბამის დოკუმენტაციას და გაივლიან პრაქტიკულ მომზადებას. პროცესში ჩართული იქნება პროფესორი, ადვოკატი შალვა ქურდაძე.

სამიზნე ჯგუფი:

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სამართლის საბაკალავრო პროგრამის II-IV კურსის სტუდენტებსა და სამართლის სამაგისტრო პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს.

შესარჩევი კრიტერიუმები:

  • მაღალი აკადემიური მოსწრება (GPA);

  • მოტივაცია და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

  • საპროცესო და მატერიალური სამართლის საბაზისო ცოდნა.

განაცხადის მიღების წესი:

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნდა შეავსოს ონლაინ განაცხადის ფორმა.

შერჩევის ეტაპები:

  • განაცხადების გადარჩევა;

  • გასაუბრება.

ვადები:

  • განაცხადების მიღება: 22 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით;

  • გასაუბრება: 3-4 ოქტომბერი.

Share

Related news

Open Call Announced

Open Call Announced

Open Call Announced for One Academic Position of Professor in the Field of Law

Higher School for Interpreters and Translators

მეტის ნახვა

რატომ სანგუ? ადგილი სადაც საუკეთესო განათლების მიღება შეგიძ₾ია

მეტის ნახვა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მეტის ნახვა