ახალი სასწავლო წელი დაიწყო
ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს უნივერსიტეტმა პირველკურსელებს უმასპინძლა.
22 სექტემბერს წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში 2026-2027 სასწავლო წელი დაიწყო.
ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს უნივერსიტეტმა პირველკურსელებს უმასპინძლა. სტუდენტებს მიესალმნენ უნივერსიტეტის რექტორი, სკოლების დეკანები, აკადემიური პერსონალი, სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი და წარმომადგენლები.
საინფორმაციო და საორიენტაციო შეხვედრის ფარგლებში პირველკურსელები გაეცნენ სასწავლო პროცესის ძირითად საკითხებს, უნივერსიტეტის გარემოს, სტუდენტურ სერვისებსა და სხვადასხვა აქტივობაში ჩართულობის შესაძლებლობებს.
შეხვედრის მიზანი იყო პირველკურსელებისთვის უნივერსიტეტში სწავლის დაწყებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება და მათი ადაპტაციის ხელშეწყობა.
ვულოცავთ პირველკურსელებს სტუდენტური ცხოვრების დაწყებას და უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს წარმატებულ 2026-2027 სასწავლო წელს ვუსურვებთ.
Related news
Training on the Methodology for Developing and Evaluating Educational Programmes and Course Syllabi
The training sessions focused on current approaches to the planning, development, and evaluation of educational programmes and course syllabi.
Workshop for PhD Students: Preparing and Publishing Scientific Publications
The Office of Research and Development organized a workshop for PhD students on the topic “Preparing and Publishing Scientific Publications”.
