Skip to content
მენიუ

ვორქშოპი სტუდენტებისთვის

02 June 2026

5 ივნისს გაიმართება ვორქშოპი სტუდენტებისთვის გენერაციული ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ეთიკური სტანდარტებისა და პლაგიატის თავიდან აცილების საკითხებზე.

ვორქშოპი სტუდენტებისთვის - გენერაციული ხელოვნური ინტელექტის კეთილსინდისიერი გამოყენება და პლაგიატის პრევენცია

საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართება ვორქშოპი სტუდენტებისთვის თემაზე: „გენერაციული ხელოვნური ინტელექტის (GenAI) და ავტომატიზებული ინსტრუმენტების კეთილსინდისიერი გამოყენება, პლაგიატის ამოცნობა და მისი თავიდან არიდების გზები“.

ვორქშოპის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენების ეთიკურ და აკადემიურ სტანდარტებს, აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპებს, პლაგიატის სხვადასხვა ფორმას და მის პრევენციასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ რეკომენდაციებს.

შეხვედრა სტუდენტებს დაეხმარება უკეთ გააცნობიერონ თანამედროვე ციფრული ინსტრუმენტების პასუხისმგებლიანი გამოყენების მნიშვნელობა აკადემიურ საქმიანობასა და კვლევით პროცესში.

თარიღი: 2026 წლის 5 ივნისი, პარასკევი
დრო: 14:00
ადგილი: მეორე კორპუსი, აუდიტორია 208

ვორქშოპზე დასწრება თავისუფალია.

Share

Related news

Open Call Announced

Open Call Announced

Open Call Announced for One Academic Position of Professor in the Field of Law

Higher School for Interpreters and Translators

მეტის ნახვა

რატომ სანგუ? ადგილი სადაც საუკეთესო განათლების მიღება შეგიძ₾ია

მეტის ნახვა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მეტის ნახვა