შეხვედრა შოთა ჟვანიასთან, Tesla-ს და Toptal-ის გუნდის წევრთან
22 ნოემბერს, 13:00 საათზე SANGU-ს სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართება შეხვედრა შოთა ჟვანიასთან, Tesla-ს და Toptal-ის გუნდის წევრთან.22 ნოემბერს, 13:00 საათზე SANGU-ში გაიმართება შეხვედრა Tesla-ს და Toptal-ის გუნდის წევრთან, შოთა ჟვანიასთან.
შეხვედრაზე SANGU-ს სტუმარი სტუდენტებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს და "ტესლაში" განვლილი ეტაპებისა და ახლანდელი საქმიანობის შესახებ ისაუბრებს.
შეხვედრაზე განხილული იქნება შემდეგი თემები:
რა არის ვებ დეველოპმენტი?
როგორი მოთხოვნილებაა და ახალი ტენდეციები ბაზარზე?
როგორ დავიწყოთ და მოვემზადოთ ვებ დეველოპერის პირველი სამსახურისთვის?
რა არის დევსჰაბი და რას აკეთებს დამწყები დეველოპერებისთვის #1 ინოვაციური ჰაბი საქართველოში?
რა არის Html, Css, JS და რისთვის გვჭირდება?
ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე: https://cutt.ly/mMp8UWy
შეხვედრი ორგანიზატორია SANGU-ს სტუდენტური თვითმმართველობა
Related news
Open Call Announced
Open Call Announced for One Academic Position of Professor in the Field of Law
04 August 2026
