ცხადდება 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობა
მობილობით ჩარიცხული სტუდენტები ისარგებლებენ სპეციალური შეთავაზებით SANGU-სგან.წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში ცხადდება 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობა.
მობილობისთვის სტუდენტთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა: 2022 წლის 22 აგვისტოს 12:00 საათიდან - 7 სექტემბრის 18:00 საათამდე.
მობილობის წესით ჩასარიცხი სტუდენტების ვაკანტური ადგილები:
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლა
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:
- სამართალი - 4 ადგილი
- საერთაშორისო ურთიერთობები - 4 ადგილი
- ისტორია - 2 ადგილი
- ქართული ფილოლოგია - 3 ადგილი
ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამებზე:
- მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა (ისტორია-გეოგრაფია-მოქალაქეობა) - 2 ადგილი
- მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა (ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა, ქართული, როგორც მეორე ენა) - 2 ადგილი
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:
- სამართალი - 2 ადგილი
- საჯარო მმართველობა - 2 ადგილი
- საქართველოს ისტორია - 2 ადგილი
- ქართული ფილოლოგია - 2 ადგილი
სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე:
- საქართველოს ისტორია - 2 ადგილი
ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:
- ბიზნესის ადმინისტრირება - 4 ადგილი
- ტურიზმის ბიზნესი - 4 ადგილი
- ფსიქოლოგია - 4 ადგილი
- კომპიუტერული მეცნიერება - 4 ადგილი
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:
- სოციალური და განწყობის ფსიქოლოგია - 3 ადგილი
- ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება - 3 ადგილი
- კომპიუტერული მეცნიერება - 3 ადგილი
სწავლის წლიური საფასური ყველა საგანმანათლებლო პროგრამაზე, გარდა სამართლის, საჯარო მმართველობის, სოციალური და განწყობის ფსიქოლოგიის, ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირების, კომპიუტერული მეცნიერების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებისა შეადგენს 2250 ლარს, ხოლო სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:
- სამართალი - 2990 ლარს;
- საჯარო მმართველობა - 2750 ლარს;
- სოციალური და განწყობის ფსიქოლოგია - 2500 ლარს;
- ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება - 3500 ლარს;
- კომპიუტერული მეცნიერება - 3350 ლარს.
2022 – 2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობით ჩარიცხული სტუდენტებისთვის სპეციალური შეთავაზება SANGU-სგან.
2022 – 2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ყველა საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობით ჩარიცხულ სტუდენტებს განესაზღვრებათ შემდეგი სახის ერთჯერადი საშეღავათო პირობები, ინდივიდუალური გეგმით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე:
- ყველა ჩარიცხულ სტუდენტს დაუფინანსდება სწავლის წლიური საფასურის 20%:
- 50%-იანი სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტს მიენიჭება 20%-ანი საუნივერსიტეტო თანადაფინანსება:
- 70%-ნი სახელწიფო გრანტის მქონე სტუდენტს მიენიჭება საუნივერსიტეტო თანადაფინანსება დარჩენილი 30%-ის ოდენობით და სრულად დაუფინანსდება სწავლის წლიური გადასახადი ყველა საგანმანათლებლო პროგრამაზე;
- 100%-ნი სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტს დაენიშნება სტიპენდია 125 ლარის ოდენობით;
იმ შემთხვევაში თუ ბაკალავრიატის საფეხურის ჯამური ქულათა საშუალო შეწონილი (GPA) 3.5 და მეტი გაქვს, სამაგისტრო პროგრამებზე შენ მიიღებ SANGU-ს შიდა გრანტს და ისარგებლებ სპეციალური შეთავაზებით:
- საქართველოს ისტორია - წლიური საფასური 2000 ლარი
- ქართული ფილოლოგია - წლიური საფასური 2000 ლარი
- სოციალური და განწყობის ფსიქოლოგია - წლიური საფასური 2000 ლარი
- ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება - წლიური საფასური 3000 ლარი
ქვემოთ მითითებულ პროგრამებზე ჩარიცხული ყველა მაგისტრანტი (მიუხედავად ჯამური ქულათა საშუალო შეწონილისა) ისარგებლებს SANGU-ს შიდა გრანტით:
- სამართალი - წლიური საფასური 2000 ლარი
- საჯარო მმართველობა - წლიური საფასური 2000 ლარი
- კომპიუტერული მეცნიერება - წლიური საფასური 2350 ლარი
ფინანსური მხარდაჭერა ამ კატეგორიის სტუდენტებისათვის ყოველ მომდევნო სემესტრშიც გაგრძელდება, თუ აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი წინა სემესტრში, თითოეულ სასწავლო კურსში არ იქნება ნაკლები 81 ქულაზე.
მობილობის პროცესის ადმინისტრირების ვადები:
- მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება) - 2022 წლის 8-15 სექტემბერი;
- აღიარების კომისიების მუშაობა და დასკვნების მომზადება - 2022 წლის 9 – 16 სექტემბერი;
- სტუდენტების ინფორმირება აღიარებული კრედიტების თაობაზე და მათი თანხმობის/უარის წერილობითი დადასტურება - 2022 წლის 10-19 სექტემბერი;
- დეკანატებისა და აღიარების კომისიების მიერ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა მობილობის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მოსამზადებლად - 2022 წლის 20 სექტემბერი;
- მობილობის ფარგლებში გადმოყვანის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება და წარდგენა მართვის სისტემაში - არაუგვიანეს 2022 წლის 21-22 სექტემბერი.
მობილობის წესით გადმოსვლის მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
- განცხადება
- სტუდენტის ანკეტა
- სრული ზოგადი/უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისთვის);
- სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის (ჩარიცხვის ბრძანება, სტატუსის შეჩერება, აღდგენა და სხვ.) ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული); მაგისტრანტებისათვის - ინფორმაცია საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარებული ტესტის ტიპის შესახებ;
- სტუდენტის სასწავლო ბარათის ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული);
- უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების (არსებობის შემთხვევაში) სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის მიერ აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი.
დოკუმენტაციის წარმოდგენა შესაძლებელია უნივერსიტეტის I კორპუსის 103-ე ოთახში (ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 11:00 საათიდან 17:00 საათამდე).
Related news
