Skip to content
მენიუ

Online შეხვედრა თემაზე: როგორ ავირჩიოთ პროფესია

28 March 2022

30 მარტს, 19:00 საათზე გაიმართება Online შეხვედრა თემაზე: როგორ ავირჩიოთ პროფესია. Online შეხვედრას გაუძღვება მარიკა ხალიანი, SANGU-ს "ტრენერთა ლაბორატორიის" ქოუჩი.
Online შეხვედრა თემაზე: როგორ ავირჩიოთ პროფესია

30 მარტს, 19:00 საათზე გაიმართება Online შეხვედრა თემაზე: როგორ ავირჩიოთ პროფესია.

ადამიანის ბედნიერების ხარისხზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სწორად არჩეული პროფესია. როდესაც პროფესიას შეცდომით ვირჩევთ, ხშირად წლები იკარგება საყვარელი საქმის ძიების პროცესში, არ ვგრძნობთ თავს რეალიზებულად და შესაბამისად არსებული საქმე არ გვანიჭებს კმაყოფილების განცდას.
შეხვედრაზე განვიხილავთ თუ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება პროფესიის არჩევისას, რომ საქმე, რომლითაც დავკავდებით, სარგებლის, ბედნიერებისა და სიხარულის განცდის მომტანი აღმოჩნდეს.

Online შეხვედრას გაუძღვება მარიკა ხალიანი, SANGU-ს "ტრენერთა ლაბორატორიის" და ორგანიზაციული და პიროვნული განვითარების სერტიფიცირებული (Erickson International – ICF Certified) ქოუჩი, რომელიც საქართველოს პოზიტიური ფსიქოთერაპიის ასოციაციის GAPP-ის ვიცე-პრეზიდენტია.

Share

Related news

Open Call Announced

Open Call Announced

Open Call Announced for One Academic Position of Professor in the Field of Law

Higher School for Interpreters and Translators

მეტის ნახვა

რატომ სანგუ? ადგილი სადაც საუკეთესო განათლების მიღება შეგიძ₾ია

მეტის ნახვა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მეტის ნახვა