განცხადებები

საჯარო ლექცია: "სისხლის სამართლებრივი შეურაცხაობა: კონცეპცია და მტკიცებულებები"

2019 წლის 31 მაისს, 12:00 საათზე ქართულ უნივერსიტეტს ეწვევიან ოსლოს ქალაქის პროკურორი რუნარ ტორგერსენი და ოსლოს უნივერსიტეტის პროფესორი ანდერს ლოვლი.

2019-05-30 07:30:46
ქართული უნივერსიტეტის ჭადრაკის ჩემპიონატი 2019

31 მაისს, 13:00 საათზე, ქართული უნივერსიტეტის შიდა ეზოში გაიმართება "SANGU-ს ჩემპიონატი ჭადრაკში 2019"

2019-05-29 12:19:15
რა? სად? როდის?

7 ივნისს, 16:00 საათზე, ქართულ უნივერსიტეტში გაიმართება შიდა ჩემპიონატი ინტელექტუალურ თამაშში "რა? სად? როდის?".

2019-05-28 11:58:56
კაპილატის ბაზარი და ონლაინ ვაჭრობა

ხუთშაბათს 14:00 საათზე წმ.ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება საჯარო ლექცია თემაზე „კაპიტალის ბაზარი და ონლაინ ვაჭრობა“.

2019-05-28 11:54:40
ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტიპენდიანტთა სამეცნიერო კონფერენცია

29 მაისს, 12:00  საათზე, წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტიპენდიანტთა სამეცნიერო კონფერენცია.  

2019-05-28 09:36:57
ჰიროტაკე მაედას საჯარო ლექცია ქართულ უნივერსიტეტში

2019 წლის 28 მაისს, სამშაბათს, 12:00 საათზე, ქართულ უნივერსიტეტში, წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში ისტორიკოსი ჰიროტაკე მაედა ქართულ ენაზე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე „ქართველები სეფიანთა ირანში“.

2019-05-27 06:06:07
ვიქტორინა - "ელინოფილობა"

27 მაისს, 11:00 საათზე, ქართული უნივერსიტეტის წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ვიქტორინა სახელწოდებით "ელინოფილობა", რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ფილოლოგიის პროგრამის II კურსის სტუდენტები.

2019-05-24 09:10:05
„ძვლებიც კი ფიქრობს საქართველოზე“

2019 წლის 24 მაისს, პარასკევს, 13:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, წმიდა მეფის დავით აღმაშენებლის სახელობის სხდომათა დარბაზში გაიმართება დისკუსია თემაზე „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა. პარალელები და პერსპექტივა (1918, 1991 წლები და თანამედროვე გამოწვევები)“.

2019-05-24 08:39:33
თამარ ჯაფოშვილის სადოქტორო დისერტაციის დაცვა

2019 წლის 27 მაისს, 16:00 საათზე, ქართული უნივერსიტეტის წმ. ილია მართლის სახელობის სხდომათა დარბაზში (IV სართული) ჩატარდება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის სადისერტაციო საბჭოს ფილოლოგიის სექციის სხდომა.

2019-05-24 08:13:03
პრაქტიკული სემინარი: "მიზნის მიღწევის ტექნიკები"

23 მაისს, 13:00 საათზე, სამედიცინო კორპორაცია "ევექსის" სტუდენტური პროგრამის ფარგლებში, წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება პრაქტიკული სემინარი: "მიზნის მიღწევის ტექნიკები". სემინარს გაუძღვება PR აკადემიის დამფუძნებელი და დირექტორი, საჯარო მმართველობის დოქტორი ნათია გოცაძე. 

2019-05-20 12:36:47