განცხადებები

საქველმოქმედო ღონისძიება გაბრიელისთვის

11 დეკემბერს, ქართული უნივერსიტეტის სტუდენტების ორგანიზებით გაიმართება საქველმოქმედო საღამო გაბრიელის დასახმარებლად.

2019-12-06 10:30:42
საინფორმაციო შეხვედრა პლაგიატის შესახებ

შეხვედრის დროს განხილული იქნება, პლაგიატის არსი, პლაგიატის არიდების ხერხები და უნივერსიტეტში დანერგილი პლაგიატის აღმომჩენი კომპიუტერული სისტემის მუშაობის პრინციპები.

2019-12-06 05:45:02
ბაკალავრიატის სტუდენტთა საყურადღებოდ!

ქართული უნივერსიტეტი აცხადებს "ERASMUS+"-ის 1 კვირიანი გაცვლით პროგრამით რუმინეთში გამგზავრებას შესახებ მსურველთა განაცხადების მიღებას.

2019-12-05 07:50:54
უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის აღსაყდრების 42-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

2019 წლის 23 დეკემბერს, ქართულ უნივერსიტეტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის აღსაყდრების 42-ე წლისთავთან დაკავშირებით გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია.

2019-12-04 14:34:52
ქართულ უნივერსიტეტში, რამაზ ლომინაძის სახელობის ფონდის ორგანიზებით, იწყება შეხვედრების ციკლი „საუბრები ელჩებთან“.

2019 წლის 12 დეკემბერს, ხუთშაბათს, 12:00 საათზე, წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება შეხვედრა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში (1994-2002 წწ.) თედო ჯაფარიძესთან.

2019-12-04 10:03:49
კომპიუტერული მეცნიერების საგანმანათლებლო კვირეული, 9-15 დეკემბერი

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე და წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი წელს მეორედ უერთდებიან კომპიუტერული მეცნიერების საგანმანათლებლო კვირეულს და კვირეულის ფარგლებში გიწვევენ სამეცნიერო-პოპულარულ ლექციებსა და კოდირების საათებზე, რომლებსაც წარუძღვებიან კომპიუტერული მეცნიერების წამყვანი სპეციალისტები.

2019-12-04 09:19:08
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის, ქართული უნივერსიტეტის პროფესორის, აკადემიკოს როინ მეტრეველის წიგნის "წარსულის გახსენება" წარდგენა

2019 წლის 6 დეკემბერი, 16:00 საათზე, წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფერენციო დარბაზი

2019-11-29 06:22:08
საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება

ეკონომიკის და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ასოცირებული პროფესორის და პროფესორის აკადემიურ თანამდებობებზე ღია კონკურსის ჩატარების მიზნით განსაზღვრული საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება

2019-11-27 07:33:44
საჯარო ლექცია: "შეიცანი და აღმოაჩინე ჩინეთი: ქართულ-ჩინური ურთიერთობა და სამომავლო პერსპექტივები"

10 დეკემბერს, 12:00 საათზე, წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში სინოლოგი ალექსანდრა ლატარია წაიკითხავს საჯარო ლექციას „შეიცანი და აღმოაჩინე ჩინეთი: ქართულ-ჩინური ურთიერთობა და სამომავლო პერსპექტივები’’.

2019-11-27 07:28:04
დისკუსია თემაზე: "ქართული ენა - ქართველთა (/საქართველოს მოქალაქეთა) გამაერთიანებელი ფენომენი გლობალისტურ ეპოქაში".

26 ნოემბერს, სამშაბათს, 15:00 საათზე ქართველოლოგიის ცენტრის მუდმივმოქმედი სემინარის: "ქართველოლოგიური საუბრები მრგვალ მაგიდასთან" ფარგლებში, გაიმართება დისკუსია თემაზე: "ქართული ენა - ქართველთა (/საქართველოს მოქალაქეთა) გამაერთიანებელი ფენომენი გლობალისტურ ეპოქაში".

2019-11-22 10:17:16