განცხადებები

კალათბურთის (ცალფარზე, 3x3) შიდა ჩემპიონატი!

1 ნოემბერს, 12:30 საათზე, კალათბურთის აკადემიაში (ი. ჭავჭავაძის გამზ. 49ა) ჩატარდება შიდა ჩემპიონატი კალათბურთში.

2019-10-29 12:29:27
სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

2019 წლის 4 ნოემბერს, 15:00 საათზე, ქართული უნივერსიტეტში შედგება დისერტანტ ინგა გრიგალაშვილის სადისერტაციო ნაშრომის ,,XVII საუკუნის ირან-საქართველოს ურთიერთობის ზოგიერთი საკითხი“ დაცვა.

2019-10-29 09:28:26
ამერიკული განათლების გამოფენა

30 ოქტომბერს, 15:00 სთ-დან-18:00 სთ-მდე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო ქსელი „განათლება ამერიკაში“ (EducationUSA) საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან ერთად უმასპინძლებს მასშტაბურ ამერიკული განათლების გამოფენას 16 ამერიკული კოლეჯისა და უნივერსიტეტის მონაწილეობით. გამოფენა გაიმართება სასტუმრო რუმსის საგამოფენო დარბაზში (თბილისი, მ. კოსტავას 14).

2019-10-25 13:05:39
პროექტი „სმენის და მხედველობის დარღვევების მქონე პირთა მხარდამჭერი სისტემის შექმნა საქართველოში“.

პარასკევს, 1 ნოემბერს, 10:00 საათზე, ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის და პროფესორებისთვის გაიმართება სემინარი

2019-10-24 09:27:50
მონაწილეთა შერჩევა ფუკუიამას დემოკრატიის ფრონტისპირა ცენტრის ახალგაზრდული კლუბის წევრობისთვის

გახდი ფუკუიამას დემოკრატიის ფრონტისპრა ცენტრის ახალგაზრდული კლუბის წევრი; 20-22 ნოემბერი 2019

2019-10-24 07:39:24
სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია

საუკეთესო მოხსენების ავტორები დაჯილდოვებიან და მათი ნაშრომები გამოქვეყნდება.

2019-10-19 08:37:37
ცხადდება "ახალგაზრდა მეცნიერების ხელშეწყობის საგრანტო კონკურსი".

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ქართული უნივერსიტეტის დოქტორანტებსა და მაგისტრანტებს.

2019-10-19 07:33:32
დასაქმების ფორუმი

18 ოქტომბერს, სტუდენტთა დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით ქართული უნივერსიტეტის შიდა ეზოში გაიმართება დასაქმების ფორუმი.

2019-10-16 16:18:35
ისტორიის კლუბის „ოქროს საწმისი“ პრეზენტაცია

2019 წლის 17 ოქტომბერს, ხუთშაბათს, 13:00 საათზე, ქართულ უნივერსიტეტში, წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ისტორიის კლუბის „ოქროს საწმისი“ პრეზენტაცია.

2019-10-16 15:44:43
მასწავლებლის მომზადების პროგრამის სასწავლო ცხრილი

მასწავლებლის მომზადების პროგრამის 2019-2020 სასწავლო წლის I სემესტრის ცხრილი

2019-10-15 14:33:08