შიდა მობილობა

2019 - 2020 სასწავლო წლის შემოდგომის  სემესტრში შიდა მობილობისთვის განსაზღვრული ვაკანტური ადგილები:

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლაში

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე: 

  • ისტორია - 5 ადგილი; 
  • ქართული  ფილოლოგია - 5 ადგილი; 
  • სამართალი  - 10 ადგილი;
  • საერთაშორისო ურთიერთობები და რეგიონალური პროცესები - 10 ადგილი;

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

  • სამართალი  - 5 ადგილი;
  • საჯარო მმართველობა - 5 ადგილი;  

ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

  • ბიზნესის ადმინისტრირება -  20 ადგილი; 
  • ტურიზმის ბიზნესი - 5 ადგილი;
  • ეკონომიკა  - 5 ადგილი;
  • ფსიქოლოგია  - 10 ადგილი;
  • კომპიუტერული მეცნიერება - 5 ადგილი; 

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

  • ეკონომიკა - 5 ადგილი;
  • ბიზნესის ადმინისტრირება - 5 ადგილი;
  • სოციალური და განწყობის ფსიქოლოგია  - 10 ადგილი;
  • ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება - 42 ადგილი.

სწავლის წლიური საფასური ყველა საგანმანათლებლო პროგრამაზე, გარდა სამართლის და საჯარო მმართველობის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებისა შეადგენს 2250 ლარს, ხოლო სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე: 

  • სამართალი - 2450 ლარს
  • საჯარო მმართველობა  - 2350 ლარს.

2019 - 2020 სასწავლო წლის შემოდგომის  სემესტრში შიდა მობილობის პროცესის ადმინისტრირების ვადები:

  • შიდა მობილობის განხორციელების მსურველთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება) - 2019 წლის  29 აგვისტო - 9 სექტემბერი;
  • კრედიტების აღიარების კომისიის მუშაობა და დასკვნების მომზადება - 2019 წლის 2-10 სექტემბერი;    
  • სტუდენტების ინფორმირება  აღიარებული კრედიტების თაობაზე და მათი თანხმობის/უარის წერილობითი  დადასტურება - 2019  წლის 3-11 სექტემბერიი;
  • დეკანატებისა და აღიარების კომისიების მიერ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა მობილობის ფარგლებში მობილობის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მოსამზადებლად -  2019 წლის 12 სექტემბერი,
  • შიდა მობილობის წესით ჩარიცხვის ბრძანების/ბრძანებების პროექტის/პროექტების მომზადება და გამოცემა - 2019  წლის 13 - 14 სექტემბერი..

შიდა მობილობის განხორციელების მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

  • განცხადება (ივსება სასწავლო პროცესის რეგულირებისა და სტუდენტთა მომსახურების სამმართველოს, ოთახი N103);
  • სტუდენტის სასწავლო ბარათის ასლი ან  მისი ამონაწერი (შესაბამისი დეკანატის მიერ დამოწმებული);
  • 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლის დამადასტურებელი (სწავლის სემესტრული საფასურის გადახდის) დოკუმენტი.