2021-22 სასწავლო წელს წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში გაიცემა:
- წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სტიპენდია, რომელიც შეადგენს 150 ლარს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გათვალისწინებით.
- სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია-II-ის სახელობის სტიპენდიის ოდენობა, რომელიც შედგენს 125 ლარს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გათვალისწინებით.
სტიპენდიის მოპოვების წესი:
- წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სტიპენდიას მოიპოვებს უნივერსიტეტის მასშტაბით ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია-II-ის სახელობის სტიპენდიას მოიპოვებს პირი, რომელიც უნივერსიტეტის მასშტაბით აკადემიური მოსწრების რეიტინგში იქნება მეორე ადგილზე.
- ერთი და იგივე შეფასების ქულათა საშუალო ჯამის მქონე სტუდენტთა შორის უპირატესობა ენიჭება იმ სტუდენტს, რომელიც უნივერსიტეტის სახელით უფრო მეტი საზოგადოებრივი აქტიურობით გამოირჩეოდა.
- სტუდენტი უფლებამოსილია ისარგებლოს მხოლოდ ერთი სტიპენდიით. თუ სტუდენტმა მოიპოვა ორი სტიპენდია იგი მიიღებს იმ სტიპენდიას, რომლისთვისაც უფრო მეტი თანხაა გათვალისწინებული.
სტიპენდიის გაცემა:
- სტიპენდიის მინიჭება ხდება ყოველი სასწავლო სემესტრის დაწყებისას
- სტიპენდია გაიცემა მთელი მომდევნო სემესტრის განმავლობაში და არდადეგების პერიოდშიც მომავალი სემესტრის დაწყებამდე 6 თვის განმავლობაში, კერძოდ, გაზაფხულის სემესტრში მარტიდან-სექტემბრამდე, ხოლო შემოდგომის სემესტრში სექტემბრიდან-მარტამდე.
- სტიპენდია გაიცემა ყოველთვიურად, სტიპენდიის პერიოდში სტიპენდიანტის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ რექტორის ბრძანებით არ შეჩერდა/შეწყდა სტიპენდია.
სტიპენდიის შეჩერება და შეწყვეტა:
- სტიპენდიანტისთვის სტუდენტის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში მასზე ავტომატურად ჩერდება სტიპენდიის გაცემა, რომელიც აღდგება იმავე სემესტრში სტუდენტის სტატუსის აღდგენის შემთხვევაში სტატუსის შეჩერების დღისთვის სტიპენდიის დარჩენილი ვადით.
- უნივერსიტეტის ფინანსური მდგომარეობის გაუარესების ან ფორსმაჟორული გარემოებების შემთხვევაში უნივერსიტეტის რექტორი უფლებამოსილია შეაჩეროს სტიპენდიის გაცემა, რის შესახებაც წინასწარ წერილობით ატყობინებს სტუდენტს. სტიპენდიის გაცემა აღდგება შესაბამისი გარემოებების აღმოფხვრისთანავე.
- სტიპენდიის შეწყვეტის საფუძვლებია:
- სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა
- ლექცია/სემინარების სისტემატური გაცდენა, სასწავლო პროცესში მონაწილეობის მიუღებლობა
- უნივერსიტეტის შინაგანაწესის და ეთიკის კოდექსის დარღვევა
- პირადი განცხადება
- უნივერსიტეტის რეპუტაციის შელახვა
- სტიპენდიის შეწყვეტის შესახებ სკოლის საბჭო შესაბამისი წარდგინებით მიმართავს უნივერსიტეტის რექტორს. სტიპენდიის გაცემა შეწყდება რექტორის ბრძანების გამოცემის მომდევნო თვიდან.