საქმისწარმოების და ადამიანური რესურსების მართვის სამსახური

სამსახურის უფროსი: ლელა სოსელია

მენეჯერი: ქეთევან ამირაშვილი

სპეციალისტი: მარიამ გელაშვილი

არქივარიუსი: ნინო ოთხოზორია

სამსახურის ფუნქციები: 

  • უნივერსიტეტში ერთიანი და გამართული საქმისწარმოების უზრუნველყოფა; 
  • უნივერსიტეტის საქმისწარმოებისა და შინაგანაწესის პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება. ამასთან, მათი სრულყოფის მიზნით წინადადების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; 
  • უნივერსიტეტში არსებული სარეგისტრაციო ჟურნალების წარმოება;
  • უნივერსიტეტში შემოსული კორესპონდენციის, მათ შორის შიდა დოკუმენტაციის აღრიცხვა და ადრესატისთვის გადაცემა; 
  • დამფუძნებლის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, რექტორის, კანცლერის ბრძანებების რეგისტრაცია და დაინტერესებულ პირთათვის მათი გაცნობის უზრუნველყოფა; 
  • სკოლების საბჭოების/სადისერტაციო საბჭოების გადაწყვეტილებებისა და ოქმების რეგისტრაცია და თარიღების მიხედვით მათი შესაბამის ბაინდერებში განთავსება; 
  • ხელშეკრულებების (შრომის, მომსახურების, ნარდობის და სხვ.) აღრიცხვის უზრუნველყოფა; 
  • უნივერსიტეტიდან გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია და ფოსტისთვის გადასაცემად მომზადება; 
  • უნივერსიტეტში მომზადებული დოკუმენტაციის ასლის დამოწმება და გაცემა; 
  • საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა; 
  • საქმისწარმოების დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და დაარქივება;
  • არქივის მუშაობის ორგანიზება, მისი საქმიანობის წარმართვა, არქივისათვის მიკუთვნებული დოკუმენტების გადაცემის, დაცვის, ცენტრალიზებული აღრიცხვის, აღწერის სრულყოფისა და გამოყენების უზრუნველყოფა; 
  • უნივერსიტეტის თანამშრომლებთან, მათ შორის, აკადემიურ პერსონალთან და უნივერსიტეტში არსებული ცენტრების მოწვეულ სპეციალისტებთან დასადები შრომის ხელშეკრულებების მომზადება; 
  • უნივერსიტეტის თანამშრომლების და აკადემიური პერსონალის თანამდებობაზე დანიშვნის/გათავისუფლების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება; 
  • უნივერსიტეტში დასაქმებულ პირთა მიმართ წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებათა გამოყენების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება; 
  • უნივერსიტეტში დასაქმებულ პირთა პირადი საქმეების ფორმირება; 
  • საპენსიო ასაკის თანამშრომლებზე პენსიის დანიშვნისათვის საჭირო საბუთების მომზადება; 
  • უნივერსიტეტში დასაქმებულ პირთათვის ცნობების მომზადება თანამდებობისა და ხელფასის შესახებ; 
  • უფლებამოსილი პირის მიერ მოწოდებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის საფუძველზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადება. ასევე, კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებით შესაბამისი აქტების მომზადება; 
  • პერსონალის მართვის პოლიტიკისა და პროცედურების განსაზღვრა; 
  • საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციების, თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემუშავების პროცესში მონაწილეობა; 
  • საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უნივერსიტეტის სტრუქტურის შემუშავების პროცესში მონაწილეობა; 
  • უნივერსიტეტის თანამშრომელთა პროფესიული განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებების ინიცირება; 
  • თანამშრომელთა, გარდა აკადემიური/მოწვეული პერსონალისა შეფასების პროცესის ორგანიზება და განხორციელებისთვის ხელშეწყობა დადგენილი წესის შესაბამისად, ასევე თანამშრომელთა კმაკოფილების კვლევის პროცესის ორგანიზება; 
  • შესაბამისი უფლებამოსილი პირების ჩართულობით უნივერსიტეტის მართვის ორგანოებში არჩევა/დანიშვნის პროცედურების შემუშავება; 
  • დადგენილი წესის შესაბამისად სტაჟირების პროცესის ორგანიზება; 
  • საკუთარი საქმიანობის ანალიზი, საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესებისა და ეფექტიანობის გაზრდისათვის რეკომენდაციების შემუშავება, ანგარიშის მომზადება; 
  • საჭიროების შემთხვევაში ხელმძღვანელობის დავალებით საკადრო და ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი სამართლებრივი აქტებისა და დოკუმენტების მომზადების უზრუნველყოფა; 
  • საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უნივერსიტეტის შიდა ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების შემუშავება /განვითარება/განხორციელებაში მონაწილეობა; 
  • ხელმძღვანელობის სხვა მითითებებისა და დავალებების შესრულება, რაც უკავშირდება უნივერსიტეტის გამართულ ფუნქციონირებას და სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვას.

მიმაგრებული დოკუმენტები: