საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ელექტრონული რესურსების რეგულირების სამსახური

სამსახურის უფროსი: კახაბერ რევაზიშვილი

სამსახურის ფუნქციები:

  • უნივერსიტეტის საქმიანობის წარმართვა საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში და საინფორმაციო ტექნოლოგიების რისკების მართვა; 
  • ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავება; 
  • უნივერსიტეტის სასწავლო პროცესში ახალი ტექნოლოგიებისა და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა; 
  • უნივერსიტეტის კომპიუტერული და ქსელური უსაფრთხოების უზრუნველყოფა; 
  • უნივერსიტეტში დაგეგმილი ღონისძიებების ტექნიკური უზრუნველყოფა; 
  • სტუდენტების შიდა საუნივერსიტეტო ელექტრონული ბაზის გამართულად ფუნქციონირებისთვის ხელშეწყობა; 
  • უნივერსიტეტის სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის კონსულტაციის გაწევა ტექნოლოგიების ათვისებისა და გამოყენების პროცესში; 
  • უნივერსიტეტში არსებული საინფორმაციო ტექნოლოგიების გამართვა და უხარვეზოდ ფუნქციონირებისთვის ხელშეწყობა; 
  • საინფორმაციო ტექნოლოგიების აღჭურვა შესაბამისი სახარჯი მასალებით, მათი მდგომარეობის მუდმივი კონტროლი და დაზიანებული ტექნიკის შესაკეთებლად შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; 
  • უნივერსიტეტის სერვერული ერთეულების მონიტორინგი და კონტროლი; 
  • უნივერსიტეტის დომენური სახელების მონიტორინგი და კონტროლი; 
  • უნივერსიტეტის ვებგვერდის გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა; 
  • უნივერსიტეტის ქსელური ინფრასტრუქტურის შექმნა; 
  • შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა; 
  • უნივერსიტეტის საჭიროებიდან გამომდინარე შესაძენად აუცილებელი კომპიუტერული ტექნიკის შესახებ აუცილებელი ინფორმაციის შეგროვება და ადმინისტრაციის ხელმძღვანელისთვის წარდგენა; 
  • უნივერსიტეტში ელექტრონული მართვის სისტემის შექმნა და ოპტიმიზაცია; ელექტრონული სერვისებისა და მართვის ელექტრონული სისტემების განვითარების მექანიზმების შემუშავება; 
  • საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უნივერსიტეტის შიდა ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების შემუშავება/განვითარება/განხორციელებაში მონაწილეობა; 
  • ასრულებს ხელმძღვანელობის სხვა მითითებებს, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ დებულებით, მაგრამ უკავშირდება სასწავლო პროცესის გამართულ ფუნქციონირებას და უნივერსიტეტის ფუნქციების ჯეროვან შესრულებას.

მიმაგრებული დოკუმენტები: