სერგო ვარდოსანიძე

დაიბადა 1955 წლის 3 დეკემბერს ზესტაფონის რაიონის სოფელ ზოვრეთში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ 1974-1979 წწ. სწავლობდა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში, ისტორიის ფაკულტეტზე. 1986-1989 წწ. გაიარა ასპირანტურის კურსი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურაში საქართველოს ისტორიის სპეციალობით.

სამეცნიერო ხარისხი და წოდება: ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი (1988), ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (2002), პროფესორი (2004).

სამსახურებრივი გამოცდილება: 1979-1990 წლებში მუშაობდა თბილისის კ.დ. უშინსკის სახელობის #1 რესპუბლიკურ ექსპერიმენტულ სკოლაში ისტორიის მასწავლებლად, 1983-1985 წწ. დირექტორის მოადგილედ სასწავლო დარგში. 1988 წლიდან დღემდე თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში საქართველოს ისტორიის ლექტორად,  1994 წლიდან საქართველოს ისტორიის კათედრის გამგედ. 1990 წლიდან 1993 წლამდე სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის დოცენტად, 1993-2003 წლებში ამავე უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის დეკანად და საქართველოს ისტორიის კათედრის პროფესორად. 2003-2004 წლებში სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში პრორექტორად სამეცნიერო მუშაობის დარგში. 2005-2007 კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სრული პროფესორი.

2008 წლიდან ”ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში” მოწვეულ პროფესორად.

2010 წლიდან ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანად, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარედ, რექტორად.

საზოგადოებრივი საქმიანობა: 1989-1990 წლებში ასრულებდა ახალგაზრდა პედაგოგთა რესპუბლიკური საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას, მონაწილეობდა 7 რესპუბლიკურ და 8 საერთაშორისო კონფერენციაში, სასულიერო აკადემიის შრომების, ჟურნალ "ჯვარი ვაზისას" რედკოლეგიის წევრი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალ "მაცნეს" რედკოლეგიის წევრი. 2013 წლის 6 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ბრძანებით დაჯილდოვდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი - წმიდა გიორგის ოქროს ორდენით.

პუბლიკაციები: გამოქვეყნებული აქვს 20 წიგნი, 103 პუბლიკაცია, მათ შორის ბოლო ათი წლის მანძილზე საქართველოში 18, უცხოეთში 10. პუბლიკაციების სრული ჩამონათვალი თან ერთვის.

კონფერენციები: 

  • 2000 წ. თბილისი, სართაშორისო სიმპოზიუმი, მოხსენება: საქართველოს ეკლესია 1921 – 1927 წლებში.
  • 2004 წლის 4-7 თებერვალი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობა XX საუკუნის 20-80-იან წლებში. საერთაშორისო კონფერენცია "რელიგია და საზოგადოება - რწმენა ჩვენს ცხოვრებაში".
  • 2015 წლის მაისი, თავრიზი, კავკასიის უნივერსიტეტების საერთაშორისო კონგრესი. მოხსენება: "უმაღლესი განათლების აკრედიტაციის პრობლემები".
  • 2015 წ. 11-13 ნოემბერი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, საერთაშორისო კონგრესი "საქართველოს პრობლემები და პერსპექტივები". მოხსენება: "საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია და თანამედროვე გამოწვევები".
  • 2016 წლის 13-14 დეკემბერი, ქართველოლოგიის ცენტრია VI სამეცნიერო კონფერენცია, "ლექსიკოლოგია და ლექსიკოგრაფიის აქტუალური პრობლემები", მონაწილე.
  • 2016 წლის 17-22 მაისი, ბიშკეკი, კავკასიის უნივერსიტეტების საერთაშორისო კონგრესისი.
  • 2016 წლის 13-14 დეკემბერი, ქართველოლოგიის ცენტრია VII სამეცნიერო კონფერენცია, "შოთა რუსთაველი - 850", მონაწილე.
  • 2016 წლის 26 დეკემბერი, "საქართველოს ეკლესიის საგანძური - ხობის მონასტრის სიწმინდეები",  მონაწილე.
  • 2016 წლის 13-14 დეკემბერი, ქართველოლოგიის ცენტრია VII სამეცნიერო კონფერენცია, მოხსენება: "ენობრივი სიტუაცია კავკასიაში".
  • 2017 წლის 16-18 მაისი, ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ წმინდა მღვდელმოწამე კირიონ II-ის გორის VII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, მოხსენება "ბრძოლა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებისათვის 1917-1943 წლებში".
  • 2017 წ. 23-24 ნოემბერი, ქ. ტრაპიზონი, საერთაშორისო სიმპოზიუმი, მოხსენება: "ქართულ-თურქული ურთიერთობები".
  • 2018 წლის 12 თებერვალი, სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერია“, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის შეჩერებული ავტოკეფალური მმართველობის აღდგენიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია: "რელიგია და საზოგადოება“. მოხსენება: ,,უწმიდესი და უნეტარესი ილია II და მრავალკონფესიური მსოფლიო".
  • 2018 წლის 17 მაისი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სამდღიანი სამეცნიერო კონფერენცია. მოხსენება: "საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია (1917-1921)".
  • 2018 წლის 1-2 ივნისი, კავკასიის უნივერსიტეტი, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია. მოხსენება: "სეკულარიზმის ეკლესიური და საერო გაგება საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 1918-1921 წ.წ.".
  • 2018 წლის 19 ივნისი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ეძღვნება საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავს. მოხსენება: "საუკუნის წინანდელი მკვლელობის გამო" (კათოლიკოსი კირიონ II).
  • 2018 წლის 26-29 სექტემბერი, თბილისი, საერთაშორისო ქართველოლოგიური კონგრესი, მოხსენება: "ივანე ჯავახიშვილი - ორი გზა ქართულ საისტორიო მეცნიერებაში"
  • 2018 წელი, თბილისი, კავკასიის უნივერსიტეტი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: "ახალი ეპოქის დასაწყისი - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 1918-192", მოხსენება: "სეკულარიზმის ეკლესიური და საერო გაგება საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში (1918-1921)"