მონაცემთა ბაზები

  • Cambridge Journals Online -  384 სახელწოდების წამყვანი ჟურნალი სხვადასხვა დისციპლინაში. 2017 წელს ჟურნალების სიას კიდევ დაემატა 20 ჟურნალი  სამართლის, ბიოლოგიის, ანთროპოლოგიის, არქეოლოგიის, და სხვა სფეროებიდან.
  • BioOne - წარმოადგენს მონაცემთა ბაზას, რომელიც მოიცავს 116 სამეცნიერო ჟურნალს ბიოლოგიის, ეკოლოგიისა და ბუნების შემსწავლელი მეცნიერებების სფეროდან. მასში გამოქვეყნებულია ამერიკის ბიოლოგიურ მეცნიერებათა ინსტიტუტის წევრი ორგანიზაციების (სამეცნიერო საზოგადოებები, მუზეუმები და სხვა კვლევითი ორგანიზაციები) მასალები.
  • e-Duke Journals Scholarly Collection - 44 ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ჟურნალი.
  • IMechE Journals - მექანიკის ინჟინერიის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული 18 ჟურნალი მოწოდებული გამომცემლობა SAGE-ის მიერ, სადაც წარმოდგენილია სრულ სპექტრი 1847 წლიდან დღემდე.
  • IMF eLibrary - 11000-ზე მეტი პუბლიკაცია და 1 მილიონზე მეტი  ჩანაწერი მონაცემთა ბაზიდან. მონაცემთა ბაზები სტატისტიკური მონაცემებით, ბიულეტენებით და ყველა ხელმისაწვდომი ანგარიშებით.
  • New England Journal of Medicine - ყოველკვირეული ზოგადი სამედიცინო ჟურნალები სადაც თავმოყრილია სტატიები ახალი სამედიცინო კვლევებით, მიმოხილვებითა  და ანგარიშებით.
  • Royal Society Journals Collection - სამეფო საზოგადოების  ჟურნალების კოლექციაში შედის 8 დასახელების მაღალი იმფაქტ ფაქტორის მქონე ჟურნალები ფიზიკისა და ბიოლოგიის მეცნიერებების დარგებში, მათ შორისაა  Philosophical Transactions A and  B, and Proceedings A and B.
  • EBSCO Publishing - წარმოადგენს ჟურნალებისა და საცნობო გამოცემების უდიდეს კოლექციას. მოიცავს: 11000–ზე მეტ დასახელებას (სტატიების 70% სრული ტექსტითაა), მეცნიერებისა და ბიზნესის პრაქტიკულად ყველა სფეროს, ამერიკისა და რუსეთის უმნიშვნელოვანესი გაზეთების სრული სტატიებს ძალზე მოხერხებულ და ეფექტურის საძიებელს.
  • Edward Elgar Publishing Journals and Development Studies e-books
  • SAGE Premier - ფართო სპექტრის საგნობრივი 900-ზე მეტი წამყვანი საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალი 2017 წლის კოლექციიდან, 909 სამეცნიერო სტატიით.