მარიამ იაკობაშვილი

მართალია, ცხოვრების დიდი გზები მე არ გამივლია, მაგრამ ამ ეტაპზე ყველაზე ლამაზი ჩემი სტუდენტობის წლებია. მადლობელი ვარ, რომ შრომა დამიფასდა. დღეს მეოთხე კურსის სტუდენტი ვარ. თუმცა, ასე ადვილი არ არის გაიხსენო ის განცდები, რომელიც ეროვნული გამოცდების ჩაბარების დროს განვიცადე. ახლა კი სიამოვნებით ვიხსენებ ყოველივეს, მით უმეტეს, სიხარულით იმიტომ, რომ მე წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სტუდენტი ვარ და ვამაყობ ამით. საპატრიარქოს უნივერსიტეტში სწავლა ჩემთვის, პირველ რიგში, სიწმინდის შეცნობის და გაზიარების გზებია. ჩვენს გვერდით არიან ღირსეული მამები, რომლებიც მეცნიერულ შრომასთან ერთად გვინერგავენ ქართულ სულს, გვასწავლიან ცხოვრების სწორ გზაზე სიარულს.

ჩემი სტუდენტური ცხოვრების დაწყებიდან დღემდე, ჩემი სულის სიწმინდის გამზიარებელია მამა მიქაელ ბუკია. ის არის, პირველ რიგში, ჩემი სულიერი მამა და პარალელურად ყოველთვის გვერდით მედგა, როგორც ჩემი მშობელი მამაც, რომელთან ერთადაც მაქვს გაზიარებული ტკივილი და სიხარული, ის რაც ეტაპობრივად ჩემი ცხოვრების გზაზე გადამხდა.  მასთან ერთად გვერდში გვიდგას იმ პროფესორ-მასწავლებელთა ღირსეული გუნდი, რომელიც ამ უნივერსიტეტში მოღვაწეობს. საამაყოა, რომ უნივერსიტეტს სათავეში ჰყავს ასეთი ღირსეული პიროვნება და პროფესორი, ჩვენი პატრიარქის ჟამთააღმწერელი ბატონი სერგო ვარდოსანიძე, რომელიც განსაკუთრებულად ზრუნავს სტუდენტების ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაზე. იგი ცდილობს ყოველგვარი შესაფერისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა შეუქმნას თავის სტუდენტებს. უდავოა ისიც, რომ კეთილმოწყობილი გარემო დადებითად მოქმედებს სტუდენტის სწავლის ხარისხზე.

უნივერსიტეტში არის მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრება. ხშირად ეწყობა დისკუსიები, კონფერენციები ამა თუ იმ გამოჩენილი პიროვნების ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. წარმატებული სტუდენტებისათვის ეწყობა უფასო ექსკურსიები, შეხვედრები პოეზიისა და პროზის წარმომადგენლებთან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უნივერსიტეტი დაინტერესებულია, რომ წარმატებულ სტუდენტებს დაუდგეს გვერდში და შეძლებისდაგავარად ცდილობს სტუდენტების დასაქმებას. ამ შესანიშნავი სქმინაობის მაგალითია ჩემი დასქამება უნივერსიტეტის ბაზაზე, რომელმაც ძირეულად შეცვალა ჩემი სტუდენტური ცხოვრება. რა თქმა უნდა, ასეთი მხოლოდ მე არ ვარ და ბევრი სტუდენტია ჩემს მსგავსად გახარებული.

ქართული უნივერსიტეტი გვიქმნის პირობებს ვისწავლოთ, ვიმუშაოთ, ჩამოვყალიბდეთ ჩვენი საზოგადოების ღირსეულ წევრებად და ღირსეულად ვატაროთ სახელი, რომელსაც წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სტუდენტი ჰქვია.