მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაციისას წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა

საერთო სამაგისტრო გამოცდებგავლილ მაგისტრანტობის კანდიდატთა საუნივერსიტეტო გამოცდაზე დასაშვებად რეგისტრაციისას  წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

  • განცხადება რექტორის სახელზე
  • ინფორმაცია საერთო სამაგისტრო  გამოცდის შედეგებისა და  გამოცდის ტესტის ტიპის თაობაზე;
  • შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი, (2018 წლის კურსდამთავრებულებისათვის დასაშვებია ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე); 
  • უცხო ენის B1/B2 დონის (თუ აღნიშნული მოთხოვნა გათვალისწინებულია სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის წინაპირობით) დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი (არსებობის შემთხვევაში);
  • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების შემთხვევაში - სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით  დამოწმებული ასლი;
  • პირადობის მოწმობა (პასპორტი) - ასლი;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი მოწმობა (ვაჟებმა) - ასლი;
  • ორი ფოტოსურათი (3×4) ელექტრონული ვერსიითურთ CD-ზე;
  • სტუდენტის სარეგისტრაციო ანკეტა (CV) შემოთავაზებული ფორმით

მიმაგრებული დოკუმენტები: