ლოგისტიკისა და ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფის სამსახური

ლოგისტიკისა და ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი: თენგიზ ჯანგიძე
საშუალებების უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი: დავით კალანდაძე
შესყიდვების განყოფილების უფროსი: ლაშა ჯინჭარაშვილი
შესყიდვების განყოფილების კოორდინატორი: გიორგი ფერაძე
ლოგისტიკური საშუალებების დაგეგმვნის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი: ზაზა ოთინაშვილი
მებაღე: იური სიგუა

სამსახურის მიზნები და ამოცანები:

  • განსაზღვრავს უნივერსიტეტის ლოგისტიკური უზრუნველყოფისა და ინფრასტრუქტურის განვითარების ძირითად პრინციპებს და პოლიტიკას; 
  • უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების ეფექტურად განკარგვის მიზნით ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებებსა და რეკომენდაციებს; 
  • ბიუჯეტის პროექტის შედგენისას უზრუნველყოფს ლოგისტიკის სფეროში წინადადებებისა და რეკომენდაციების წარდგენას; 
  • უზრუნველყოფს ანგარიშების შედგენას და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელისთვის წარდგენას; 
  • მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების მდგომარეობის შესახებ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე უზრუნველყოფს ლოგისტიკური ვითარების დადგენას და რეაგირებას; 
  • უზრუნველყოფს ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების მექანიზმების შემუშავებას; 
  • მონაწილეობს მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების უზრუნველყოფის გეგმის შემუშავებაში დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამისად; 
  • უზრუნველყოფს უნივერსიტეტისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური მარაგების შექმნას, აღწერას, შენახვას, განაწილებას და მართვას; 
  • უზრუნველყოფს მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების გამართულ ფუნქციონირებას; 
  • უზრუნველყოფს შესყიდვების პროცედურების წარმართვას, შესყიდვების წინა მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებას და შესყიდვის საშუალებების შერჩევას, ასევე შესყიდვებთან დაკავშირებული შესაბამისი ხელშეკრულებების მომზადებას; 
  • უზრუნველყოფს სამშენებლო-სამონტაჟო, კეთილმოწყობის, სარეკონსტრუქციო, სარემონტო-საავარიო და სხვა სამუშაოების წინამოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებას და კანონმდებლობით განსაზღვრული წესით სხვა სათანადო ღონისძიებების გატარებას; 
  • უზრუნველყოფს ელექტროსისტემების, სანტექნიკის, კავშირგაბმულობის, ლიფტების, საქვაბე მეურნეობის და სხვა სისტემების საქმიანობის მოწესრიგებას და კოორდინაციას; 
  • უზრუნველყოფს შენობა-ნაგებობების, მოწყობილობების, მანქანადანადგარების, განათების, გათბობის, საკანალიზაციო და წყალგაყვანილობის, სავენტილაციო, მიწისქვეშა კომუნიკაციების და სხვა სისტემების გამართული ფუნქციონირების კონტროლს; 
  • ხანძრის ან სხვა საგანგებო სიტუაციებში უზრუნველყოფს უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მყოფთა ევაკუაციის ორგანიზებას და დახმარების გაწევას შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან კოორდინაციით; 
  • უზრუნველყოფს უნივერსიტეტის საწყობის გამართულ ფუნქციონირებას; 
  • უფლებამოსილ სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად მონაწილეობს ინვენტარიზაციის პროცესში; 
  • უზრუნველყოფს უნივერსიტეტში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სარეკრეაციო სივრცის მოწყობას; 
  • პასუხისმგებელია ჰიგიენური და სანიტარული ნორმების დაცვაზე; 
  • მონაწილეობს უნივერსიტეტის შიდა ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების შემუშავება/განვითარება/განხორციელებაში; 

მიმაგრებული დოკუმენტები: