გამოცდის მსვლელობისას სტუდენტთა ქცევის წესები

  1. სტუდენტი ვალდებულია ცხრილში მითითებული განრიგის მიხედვით, გამოცხადდეს გამოცდის ჩატარების ადგილზე. დაგვიანების შემთხვევაში სტუდენტი გამოცდაზე არ დაიშვება. სტუდენტის დაგვიანების ფაქტი ფიქსირდება სტუდენტის მიერ საგამოცდო წესების დარღვევის უწყისში.
  2. სტუდენტი ვალდებულია, იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან /და სტუდენტის ბარათი, წინააღმდეგ შემთხვევაში, სტუდენტი გამოცდაზე არ დაიშვება. აღნიშნული ფაქტი ფიქსირდება სტუდენტის მიერ საგამოცდო წესების დარღვევის უწყისში.
  3. სტუდენტს საკუთარი ადგილის ნომერი ეცნობება საგამოცდო ცხრილთან ერთად შესაბამის ელექტონულ პორტალზე . იგი ვალდებულია, საგამოცდო სივრცეში ადგილი დაიკავოს აღნიშნული ნომრის მიხედვით. ხოლო გამოცდის დაწყებამდე გაიაროს რეგისტრაცია საგამოცდო სივრცეში შესვლამდე სპეციალურ მოწყობილობაზე სტუდენტის ბარათის ან და თითის მიდებით.
  4. აკრძალულია გამოცდაზე ნებისმიერი ნივთის შეტანა, გარდა საწერი კალმის, სასმელი წყლისა და ჯანმრთელობისათვის აუცილებელი ნივთებისა. ზედმეტი ნივთები სტუდენტმა უნდა დატოვოს შესაბამის ოთახში გამოცდის დაწყებამდე.
  5. სტუდენტი ვალდებულია, მაგიდის კუთხეში დადოს პირადობის მოწმობა ან/და სტუდენტის ბარათი.
  6. მაგიდაზე არ უნდა იდოს არც ერთი ნივთი გარდა სტუდენტის პირადობის მოწმობის, საწერი კალმის, სასმელი წყლისა და ჯანმრთელობისათვის აუცილებელი ნივთებისა.
  7. წერის დაწყებამდე სამუშაო მაგიდაზე რაიმე სხვა ფურცლის აღმოჩენის შემთხვევაში სტუდენტი მიიღებს გაფრთხილებას, გამოცდის დაწყების შემდეგ ნებისმიერი სხვა დარღვევის შემთხვევაში მოიხსნება გამოცდიდან.
  8. სტუდენტი ვალდებულია, შეამოწმოს მისი საგამოცდო ფურცლის ხარვეზიანობა, დაზიანების არსებობის შემთხვევაში უნდა მიმართოს დამკვირვებელს. საგამოცდო დროის ათვლის დაწყების შემდეგ ასეთი პრეტენზია აღარ მიიღება.
  9. საგამოცდო ნაწერი უნდა შესრულდეს დამკვირვებლის მიერ დარიგებულ საგამოცდო ფურცლებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ნაშრომი არ გასწორდება.
  10. სტუდენტს ეკრძალება საგამოცდო ფურცელზე მაიდენტიფიცირებელი ნიშნის (სახელი, ნომერი, მისამართი და სხვა) ან რაიმე სახის ისეთი გრაფიკული გამოსახულების (ფიგურა, წარწერა და ა.შ.) დატანა, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან; საგამოცდო ფურცელზე რაიმე სახის მინიშნების აღმოჩენის შემთხვევაში ნაწერი არ გასწორდება.
  11. სტუდენტი ვალდებულია, არ დაიწყოს საგამოცდო ნაშრომზე მუშაობა, ვიდრე არ დაიწყება საგამოცდო დროის ათვლა. დასკვნითი/დამატებითი გამოცდის მაქსიმალური ხანგრძლივობაა 3 საათი (თუ სხვა რამ არ არის მითითებული საგამოცდო ბილეთზე), ხოლო შუალედური გამოცდის ხანგრძლივობა არ აღემატება 2 საათს.
  12. თუ სტუდენტი დროზე ადრე დაიწყებს საგამოცდო ბილეთზე მუშაობას, მიიღებს გაფრთხილებას, მსგავსი ან ნებისმიერი სხვა დარღვევის განმეორების შემთხვევაში მოიხსნება გამოცდიდან.
  13. საგამოცდო დროის ათვლის დაწყების შემდეგ აკრძალულია საგამოცდო სივრცის დატოვება წერის სრულად დამთავრებამდე.
  14. საგამოცდო საკითხებთან დაკავშირებულ შინაარსობრივი ხასიათის შეკითხვებზე პასუხი არ იქნება გაცემული. პროცედურული და ტექნიკური ხასიათის შეკითხვების შემთხვევაში სტუდენტმა უნდა მიმართოს დამკვირვებელს.
  15. აკრძალულია გამოცდის პროცესის დროს საუბარი. ერთმანეთთან გადალაპარაკების შემთხვევაში სტუდენტი მიიღებს გაფრთხილებას, მსგავსი ან ნებისმიერი სხვა დარღვევის განმეორების შემთხვევაში მოიხსნება გამოცდიდან.
  16. აკრძალულია მობილური ტელეფონის ან სხვა ელექტრონული ხელსაწყოს, ასევე საგამოცდო საგნით განსაზღვრული თემატიკის მატარებელი ინფორმაციის შემცველი ნივთის გამოცდაზე შეტანა. ამ შემთხვევაში სტუდენტი დაუყოვნებლივ მოიხსნება გამოცდიდან.
  17. გამოცდიდან მოხსნის საფუძველი შეიძლება გახდეს დისციპლინის სხვაგვარი დარღვევა(არაეთიკური ქმედება).
  18. საგამოცდო დროის ამოწურვამდე 15 წუთით ადრე დამკვირვებელი ატყობინებს სტუდენტებს ამის შესახებ. არ გასწორდება იმ სტუდენტთა ნაშრომები, ვინც საგამოცდო დროის ამოწურვისთანავე არ შეწყვეტს მუშაობას.
  19. დაუშვებელია საგამოცდო პროცესის მიმდინარეობისას სტუდენტის თვითნებური გადადგილება. ამ შემთხვევაში იგი იღებს გაფრთხილებას, ხოლო საგამოცდო წესების ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში მოიხსნება გამოცდიდან.
  20. სამუშაოს დასრულების შემდეგ საგამოცდო ბილეთი და ფურცლები სტუდენტმა უნდა გადასცეს ნაშრომების ჩაბარებაზე პასუხისმგებელ დამკვირვებელს და საგამოცდო ადუიტორიიდან გასვლა დააფიქსიროს სპეცილურ მოწყობილობაზე სტუდენტის ბარათის ან/და თითის მიდებით. დაუშვებელია სტუდენტის, რომელმაც უკვე ჩააბარა ნაშრომი და დატოვა საგამოცდო სივრცე უკან დაბრუნება ნებისმიერი მიზეზის არსებობისას.
  21. საგამოცდო წესების დარღვევისათვის სტუდენტისათვის გამოცხადებული თითოეული ზეპირი გაფრთხილება ფორმდება საგამოცდო წესების დარღვევის შესაბამის უწყისში, ხოლო სტუდენტის გამოცდიდან მოხსნა ფორმდება შესაბამისი ოქმით.