გამოცდის დამკვირვებელთა უფლება-მოვალეობები

  1. დამკვირვებელი ვალდებულია, გამოცდის ჩატარების ადგილას გამოცხადდეს გამოცდის დაწყებამდე არანაკლებ ნახევარი საათით ადრე.
  2. დამკვირვებელი ვალდებულია, სტუდენტთა რეგისტრაციის დაწყებამდე დაიკავოს მისთვის განკუთვნილი ადგილი.
  3. დამკვირვებელი თავის სექტორში არიგებს საგამოცდო ნაშრომებს, სტუდნეტების საგამოცდო სივრცეში შემოსვლამდე.
  4. მას შემდეგ, რაც სტუდენტები დაიკავებენ მათთვის განკუთვნილ ადგილებს უნივერსიტეტის გამოცდების, შეფასებისა და ტრენინგების სამმართველოს (შემდგომში - სამმართვლო) უფროსი აცხადებს საგამოცდო წესებს, როგორც სტუდენტებისათვის ასევე დამკვირვებლებისთვის. გადასცემს დამკვირვებელს სექტორის შესაბამისად სტუდენტთა დასწრების აღმრიცხველ უწყის, საგამოცდო ფურცლებს (შავი ფურცელი - სამუშაოდ)
  5. დამკვირვებელი თავის სექტორში უზრუნველყოფს კონტროლს - სტუდენტებმა არ დაიწყონ მუშაობა საგამოცდო ნაშრომებზე გამოცდის დაწყების გამოცხადებამდე. ამასთანავე ახოცრიელებს შესაბამის უწყისში დამსწრე სტუდენტების აღრიცხვას. ამის შემდეგ იწყება საგამოცდო დროის ათვლა. დასკვნითი/დამატებითი გამოცდის მაქსიმალური ხანგრძლივობაა 3 საათი (თუ სხვა რამ არ არის მითითებული საგამოცდო ბილეთზე), ხოლო შუალედური გამოცდის ხანგრძლივობა არ აღემატება 2 საათს.
  6. დამკვირვებელი ვალდებულია, დააკვირდეს გამოცდის მიმდინარეობას მისთვის განსაზღვრულ სექტორში. მკაცრად აკონტროლოს სტუდენტების მიერ უფლება - მოვალეობების დაცვა. მათი დარღვევის შემთხვევაში მისცეს გაფრთხილება სტუდენტს, ხოლო განმეორებითი გაფრთხილებისას, ასევე საგამოცდო საგნით განსაზღვრული თემატიკის მატარებელი ინფორმაციის შემცველი ნივთით სარგებლობის შემთხვევაში მოხსნას იგი გამოცდიდან.
  7. სტუდენტის გამოცდიდან მოხსნის შემთხვევაში, დამკვირვებელი ჩამოართმევს სტუდენტს საგამოცდო ბილეთს და საგამოცდო ფურცლებს. საგამოცდო ფურცელზე აკეთებს წარწერას - "მოხსნილია  გამოცდიდან". სტუდნეტის გამოცდიდან მოხსნის შესახებ დგება სპეციალური ოქმი (იხ. შესაბამისი ფორმა N3), როემელსაც ხელს აწერს დამკვირვებელი და წესების დამრღვევი სტუდენტი. სტუდენტის მიერ ხელის არმოწერის მიუხედავად იგი ვალდებულია დატოვოს საგამოცდო სივრცე და მისი ნაშრომი ფასდება "0" ქულით.
  8. ვალდებულია საგამოცდო წესების დარღვევის შემთხვევაში, რომელიც ითვლისიწინებს ზეპირი გაფრთხილების მიცემას, გამოუცხადოს სტუდენტს მისთვის გასაგები ტონით და აღნიშნული ფაქტი მოინიშნოს შესაბამის უწყისში.
  9. დამკვირვებელს ეკრძალება მისთვის განსაზღვრული სექტორის დატოვება. დამკვირვებელი ვალდებულია, გასცეს პასუხი სტუდენტის მიერ დასმულ პროცედურულ და ტექნიკურ შეკითხვებს. მას საგამოცდო საკითხებთან დაკავშირებულ შინაარსობრივი ხასიათის შეკითხვებზე პასუხის გაცემა ეკრძალება.
  10. გამოცდის მიმდინარეობის პროცესში რაიმე კითხვის ან პრობლემის არსებობის შემთხვევაში დამკვირვებელი ვალდებულია, მიმართოს გამოცდების, შეფასებისა და ტრენინგების სმმართველოს უფროსს.
  11. საგამოცდო დროის ამოწურვამდე 15 წუთით ადრე დამკვირვებელი ატყობინებს სტუდენტებს ამის შესახებ.
  12. საგამოცდო სივრცეში სექტორის დამკვირვებლის გარდა იმყოფება საგამოცდო ფურცლების ჩაბარებაზე პასუხისმგებელი დამკვირვებელი, რომელიც იკავებს მისთვის განკუთვნილ ადგილს, რომლის დატოვება და სექტორში სიარული ეკრძალება, ასევე დამკვირვებელი, რომელიც საგამოცდო პროცეს თვალს ადევნებს კამერების მეშვეობით, აღნიშნული პირი იკავებს მისთვის განკუთვნილ ადგილს შესაბამის კომპიუტერთან, რომლითაც უზრუნველყოფილია საგამოცდო პროცესის ვიდეო კონტროლი. მას ეკრძალება საკუთარი ადგილის დატოვება თვითნებურად.
  13. საგამოცდო ფურცლების ჩაბარებაზე პასუხისმგებელი პირი - დამკვირვებელი საგამოცდო ნაშრომებს გადასცემს სამმართველოს უფროსს.
  14. დამკვირვბელს სასტიკად ეკრძალება:
    • ტელეფონის ან/და სხვა ელექტრონული საშუალების გამოყენება;
    • საუბარი ერთამანეთთან;
    • სექტორის დატოვება;
    • ფანჯარაში ყურება;
    • სტუდენტთან არათავზიანი მოპყრობა;