დამფუძნებლის სრულუფლებიანი წარმომადგენელი

ყოვლადუსამღვდელოესი იაკობი, ბოდბელი ეპისკოპოსი 
 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი;
საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე;
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სრულუფლებიანი წარმომადგენელი საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში.
 

 

 

 

 

 

 

მეუფე იაკობი (ერში – კონსტანტინე იაკობიშვილი) დაიბადა 1962 წლის 1 მარტს ქ. თბილისში
1979 წელს დაამთავრა ქ. თბილისის კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა. ამავე წელს ჩააბარა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე.
5 ნოემბერი – ანგელოზის დღე
2003 წლის 15 მარტი – ბერად აღკვეცა (გერგეტის სამება)
2010 წლის 7 მაისი – წმინდა სინოდმა სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიაში მოღვაწე არქიმანდრიტი იაკობი დაადგინა ცურტაველ ეპისკოპოსად და ქორეპისკოპოსად
2010 წლის 9 მაისი – ეპისკოპოსად კურთხევა (სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი)
2010 წლის 21 დეკემბერი – ცურტავის ეპისკოპოსი იაკობი დაინიშნა გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსად
2013 წლიდან (აპრილი) ბოდბელი ეპისკოპოსია