ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები

  • ბიბლიოთეკით სარგებლობა ხელმისაწვდომი და შეუზღუდავია ყველა დაინტერესებული პირისთვის.
  • ბიბლიოთეკა მკითხველისათვის ღიაა ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 09:00 -18:00 სთ-მდე.
  • ბიბლიოთეკაში მკითხველად დასარეგისტრირებლად საჭიროა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა;
  • ბიბლიოთეკაში მომსახურება უფასოა;
  • ბიბლიოთეკაში მკითხველის ფონდებთან დაშვება თავისუფალია.
ბიბლიოთეკა ვალდებულია:
  • დროულად და ხარისხიანად შეასრულოს მკითხველთა მოთხოვნა;
  • უზრუნველყოს საბიბლიოთეკო დოკუმენტების ორგანიზება;
ბიბლიოთეკის მკითხველი უფლებამოსილია:
  • მიიღოს ბიბლიოთეკაში დაცული საბიბლიოთეკო დოკუმენტები ბიბლიოთეკით სარგებლობის წესების შესაბამისად;
  • უზრუნველყოს საბიბლიოთეკო დოკუმენტების ორგანიზება;
  • ისარგებლოს ბიბლიოთეკაში არსებული კომპიუტერით, ქსეროქსისა და სკანერის აპარატით.

მკითხველი ვალდებულია:

  • გაეცნოს და დაიცვას ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები;
  • აღნიშნული წესების დარღვევის შემთხვევაში დადგენილი წესით აანაზღაუროს მიყენებული ზარალი (”საბიბლიოთეკო საქმის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად).