ქართული ფოლკლორის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი

ცენტრის ხელმძღვანელი: ფილოლოგიის  მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ამირან არაბული.

ქართული ფოლკლორის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი დაარსდა 2010 წლის დეკემბერში, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში.

არსებობს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, ფოლკლორის განყოფილება შ. რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში, არასამთავრობო ორგანიზაცია ”ქართული ფოლკლორის დაცვისა და აღორძინების ცენტრი” და ა.შ.

თვითეულ მათგანს ერთმანეთისაგან მეტ-ნაკლებად განსხვავებული მიზნები და ამოცანები აქვს.

ქართული ფოლკლორის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ჩამოყალიბდა, როგორც საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სრულფასოვანი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული.

ცენტრის მიზანია მრავალსაუკონოვანი ქართული ზეპირსიტყვიერების დღემზე სათანადოდ შეუსწავლელი საკითხების წინ წამოწევა, კვლევა და პოპულარიზაცია; არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ულევი ”მარაგიდან” იმ მხატვრული თავისებურებებისა თუ რწმენითი პლასტების აქცენტირება, რომელთა გათვალისწინების გარეშე შეუძლებელია ქართველთა მსოფლმხედველობის ერთიანი სურათის შემუშავება.

ცენტრის ამოცანები:

  • საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ (საინგილო, იმერხევი, ფერეიდანი..) აქამდე უცნობი ხალხური სიტყვიერების ნიმუშთა მოძიება, ჩაწერა, თემატურ-ჟანრობრივი კლასიფიკაცია და შესწავლა.
  • შეგროვილი მასალის გამოყენებით მონაცემთა ბაზის შექმნა.
  • ქართული ზეპირსიტყვიერების ადგილისა და ფუნქციის განსაზღვრა ინტეგრაციისა და გლობალიზაციის საყოველთაო პროცესების პირობებში.
  • ქართული ფოლკლორის ენციკლოპედიური ლექსიკონის მომზადება.
  • ეროვნული სიტყვიერების მხატვრულ-შემეცნებითი ღირებულების გაცნობა (შესაძლებლობის ფარგლებში) უცხოელ სპეციალისტთა და დაინტერესებულ პირთათვის.