ენების ცენტრი

ცენტრის ხელმძღვანელი: თამარ დუნდუა

ენების ცენტრი ფუნქციონირებს უნივერსიტეტის დაარსების პირველი დღიდან. ცენტრის ძირითადი მიზანია შეასწავლოს უცხო ენები უნივერსიტეტის სტუდენტებს იმ კრედიტების ფარგლებში, რაც გათვალისწინებულია მათი სასწავლო პროგრამებით. ფაქტიურად, უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა თუ დოქტორანტურის ყველა სტუდენტს აქვს საშუალება ერთი ან ორი დონით გაიუმჯობესოს ენობრივი კომპეტენცია, რაც დღეს, სწრაფადგანვითარებად და მობილურ მსოფლიოში აუცილებლობას წარმოადგენს. პროფესიულ საქმიანობაში წარმატების მისაღწევად აუცილებელია ენის ფლობა სულ მცირე B2 დონეზე, რაც გულისხმობს ენის დამოუკიდებლად გამოყენებას როგორც პროფესიული მიზნებით, ასევე უცხოენოვანი ქვეყნების კულტურისა და საზოგადოების უკეთ გაცნობისთვის.

ენების ცენტრი მზად არის სტუდენტებს შესთავაზოს დარგობრივი ენების კურსი მათი სპეციალობის მიხედვით.

დღეს უნივერსიტეტში ისწავლება 5 ენა: ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული და სპარსული. აუცილებლობის და მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელია სხვა ენების შესწავლაც. ცენტრში მომუშავე პროფესიონალები გამოირჩევიან უაღრესი კეთილგანწყობით და კორექტულობით როგორც კოლეგების, ასევე სტუდენტების მიმართ - სხვაგვარად წარმოუდგენელია საქმიანობა იმ უნივერსიტეტში, რომელიც საპატრიარქოს მიერ არის დაფუძნებული.

ენების შესწავლა ყველა მსურველთათვის–საუკეთესო პირობები და მაღალი ხარისხი.

იმ ძირითად საქმიანობასთან ერთად, რაც ზემოთ იყო აღნიშნული, ენების ცენტრი მზად არის უზრუნველყოს შემდეგი კურსების ფუნქციონირება (საშუალოდ ჯგუფში 8-10 სტუდენტი):

  1. უცხო ენების შემსწავლელი კურსები ყველა დაინტერესებული პირისთვის: ა) ბავშვებისა და მოზარდებისთვის - კვირაში სამჯერ 1.5 საათის განმავლობაში. კურსის ხანგრძლივობა - 15 კვირა. მთლიანი კურსის საფასური - 350 ლარი (სასწავლო გადასახადში შედის სახელმძღვანელო); ბ) მოზრდილთათვის - კვირაში სამჯერ 2 საათის განმავლობაში. კურსის ხანგრძლივობა - 15 კვირა. მთლიანი კურსის საფასური - 450 ლარი (სასწავლო გადასახადში შედის სახელმძღვანელო);
  2. მომზადება საერთაშორისო გამოცდებისთვის: ა) PET, FCE, CAE - კვირაში სამჯერ ორი საათის განმავლობაში. კურსის ხანგრძლივობა - 5 თვე;  მთლიანი კურსის საფასური - 650 ლარი; ბ) TOEFL (iBT) - კვირაში სამჯერ 2 საათის განმავლობაში, კურსის ხანგრძლივობა - 2 თვე. მთლიანი კურსის საფასური - 300 ლარი.
  3. ინტენსიური საზაფხულო კურსები - კვირაში ხუთჯერ ორი საათის განმავლობაში. კურსის ხანგრძლივობა - 4 კვირა. მთლიანი კურსის საფასური - 200 ლარი. (სასწავლო გადასახადში შედის სახელმძღვანელო).

საკონტაქტო ინფორმაცია:

  • ქართული უნივერსიტეტის პირველი კორპუსის #104 ოთახი.
  • ტელ: 25 82 46
  • ელ. ფოსტა: sangulanguage@gmail.com